სამხედრო მოსამსახურე ქალი საჩოგბურთო ტურნირში გამარჯვებისთვის დააჯილდოვეს

© FB / Ministry of Defence of Georgiaსამხედრო მოსამსახურე ქალები
სამხედრო მოსამსახურე ქალები - Sputnik საქართველო, 1920, 21.11.2023
გამოწერა
26 წლის უფროსი ლეიტენანტი ხატია გოგალაძე მე-11 ქვეით ბატალიონში საბრძოლო ასეულის მეთაურია.
თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ მე-11 ქვეითი ბატალიონის საბრძოლო მხარდაჭერის ასეულის მეთაური, უფროსი ლეიტენანტი ხატია გოგალაძე სპორტული წარმატებისთვის დააჯილდოვა, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ხატიამ ჩოგბურთში გამართულ ტურნირზე „ლოპოტას თასი 2023“ პირველი ადგილი დაიკავა.
გრიგოლ გიორგაძემ თავდაცვის მინისტრის სახელით ხატია გოგალაძეს საპატიო სიგელი და ფულადი ჯილდო გადასცა.
26 წლის უფროსი ლეიტენანტი ხატია გოგალაძე მე-11 ქვეით ბატალიონში საბრძოლო ასეულის მეთაურია. ხატია თავდაცვის ძალებში 2014 წლიდან მსახურობს. მან დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, თავდაცვისა და უსაფრთხოების საბაკალავრო პროგრამა დაამთავრა, შემდეგ კი, უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი ქვეითის სპეციალობით გაიარა.
ხატია პირველი ქალია, რომელმაც წარმატებით გაიარა საერთაშორისო მანევრის კაპიტნის საკარიერო კურსი და ამჟამად ის ერთადერთი ქალი სამხედროა, რომელიც საბრძოლო ქვედანაყოფში ასეულის მეთაურის პოზიციაზე მსახურობს. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ უფროს ლეიტენანტ ხატია გოგალაძეს ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და ბოლო სპორტული მიღწევა მიულოცა.
„თავდაცვის ძალებში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს. უწება მაქსიმალურად უწყობს ხელს ქალი სამხედრო მოსამსახურეების პროფესიულ განვითარებასა და მათ კარიერულ ზრდას“, - აღნიშნავენ თავდაცვის სამინისტროში.
ყველა ახალი ამბავი
0