სამეგრელოში ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

© photo: Sputnik / Stringerსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 21.11.2023
გამოწერა
ხობში ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა.
თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა სამეგრელოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, იუწყება ტელეკომპანია „ფორმულა“.
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა.
დაშავებულები, რომლებსაც სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებოდათ, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სასწრაფო და სამაშველო დახმარების ბრიგადები.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
ყველა ახალი ამბავი
0