https://sputnik-georgia.com/20231121/ra-nomrit-gamova-saqartvelo-sabavshvo-evroviziaze-284378522.html
რა ნომრით გამოვა საქართველო „საბავშვო ევროვიზია-2023"-ზე
რა ნომრით გამოვა საქართველო „საბავშვო ევროვიზია-2023"-ზე
Sputnik საქართველო
რიგით 21-ე საბავშვო ევროვიზია ნიცაში 26 ნოემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას 16 ქვეყანა მიიღებს. 21.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-21T13:26+0400
2023-11-21T13:26+0400
2023-11-21T13:26+0400
საქართველო
საფრანგეთი
კულტურა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/13/273201040_0:215:1155:865_1920x0_80_0_0_862779c2741c4e5df9860d124dfd192c.jpg
თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. პრესტიჟულ მუსიკალურ კონკურსზე „საბავშვო ევროვიზია 2023“ საქართველოს წარმომადგენელი ანასტასია ვასაძე ნიკოლოზხარატთან და ოთო ბაზერაშვილთან ერთად მეათე ნომრით წარდგება.საქართველოს წარმომადგენელი ანასტასია ვასაძე კომპოზიციას Over The Sky პროექტ „რანინას“ მონაწილეებთან ოთო ბაზერაშვილთან და ნიკოლოზ ხარატთან ერთად შეასრულებს.კლიპის გადაღებები, რომელზეც რეჟისორი ზაზა ორაშვილი მუშაობდა, სამ ლოკაციაზე მიმდინარეობდა – საზოგადოებრივი მაუწყებლის პავილიონში, საგამოფენო ცენტრ Expo Georgia-ს ზამთრის ბაღში და კოსმოსური კვლევების ცენტრში.კომპოზიციის ავტორები არიან კომპოზიტორები და პროდიუსერები მებო ნუცუბიძე და ირაკლი მანჩხაშვილი („ბეთხო"). საინტერესოა, რომ სიმღერა ქართული მრავალხმიანობის ელემენტებსაც შეიცავს, რის წყალობითაც ადვილი მისახვედრია, თუ რომელ ქვეყანას წარმოადგენს კონკურსანტი.სიმღერის მთავარი გზავნილია – გჯეროდეს საკუთარი თავის და შესაძლებლობების, მიეცი საკუთარ თავს საშუალება იმოგზაურო ოცნებებში და გახსოვდეს, რომ გმირი უნდა ეძებო საკუთარ თავში და არა სხვებში. „საბავშვო ევროვიზია 2023“ 26 ნოემბერს საფრანგეთის ქალაქ ნიცაში ტარდება – ერევანში გამართულ ბოლო კონკურსზე საფრანგეთის წარმომადგენლის ლისანდროს გამარჯვების წყალობით. კონკურსში მონაწილეობას 16 ქვეყანა მიიღებს.წლევანდელ საბავშვო ევროფესტივალს ესპანეთი გახსნის და ნიდერლანდების წარმომადგენელი დახურავს. მასპინძელი საფრანგეთი კონკურსზე მე-12 ნომრად წარდგება.ხმის მიცემა კი 24 ნოემბრის 23:00 საათიდან საბავშვო ევროვიზიის ოფიციალურ ვებგვერდზე vote.Junioreurovision.tv დაიწყება.ზედიზედ მეექვსე წელია „საბავშვო ევროვიზიის“ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ქართველ კონკურსანტს „პირველი არხის“ პროექტ „რანინაზე“ ირჩევენ. მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციულად „ევროვიზიაზე" პროექტის გამარჯვებული მიემგზავრება, წელს ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ ანასტასიასთან ერთად კონკურსზე პროექტ „რანინას“ კიდევ ორი მონაწილე – ნიკოლოზ ხარატი და ოთო ბაზერაშვილი წარდგებიან.11 წლის ანასტასია ვასაძე წარმოშობით ბათუმიდანაა და თბილისში ცხოვრობს. გოგონას უყვარს ხატვა, ასევე გატაცებულია სპორტით – უყვარს სირბილი და ველოსიპედით სეირნობა.გასულ წელს „საბავშვო ევროვიზია 2022“-ზე, რომელიც სომხეთში ჩატარდა, საქართველო წარადგინა 11 წლის მარიამ ბიგვავამ სიმღერით I Believe. მარიამმა მესამე ადგილი დაიკავა, კონკურსის გამარჯვებული კი საფრანგეთი გახდა.საქართველო „საბავშვო ევროვიზიაში“ 2007 წლიდან მონაწილეობს და ამ კონკურსის გამარჯვებული სამჯერ გახდა – 2008, 2011 და 2016 წლებში.
საქართველო
საფრანგეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/13/273201040_0:107:1155:973_1920x0_80_0_0_c6e3d2a4c7bf5e04a1b6ed117aa1c406.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საფრანგეთი , კულტურა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საფრანგეთი , კულტურა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
რა ნომრით გამოვა საქართველო „საბავშვო ევროვიზია-2023"-ზე
რიგით 21-ე საბავშვო ევროვიზია ნიცაში 26 ნოემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას 16 ქვეყანა მიიღებს.
თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. პრესტიჟულ მუსიკალურ კონკურსზე „საბავშვო ევროვიზია 2023“ საქართველოს წარმომადგენელი ანასტასია ვასაძე ნიკოლოზხარატთან და ოთო ბაზერაშვილთან ერთად მეათე ნომრით წარდგება.
საქართველოს წარმომადგენელი ანასტასია ვასაძე კომპოზიციას Over The Sky პროექტ „რანინას“ მონაწილეებთან ოთო ბაზერაშვილთან და ნიკოლოზ ხარატთან ერთად შეასრულებს.
კლიპის გადაღებები, რომელზეც რეჟისორი ზაზა ორაშვილი მუშაობდა, სამ ლოკაციაზე მიმდინარეობდა – საზოგადოებრივი მაუწყებლის პავილიონში, საგამოფენო ცენტრ Expo Georgia-ს ზამთრის ბაღში და კოსმოსური კვლევების ცენტრში.
კომპოზიციის ავტორები არიან კომპოზიტორები და პროდიუსერები მებო ნუცუბიძე და ირაკლი მანჩხაშვილი („ბეთხო"). საინტერესოა, რომ სიმღერა ქართული მრავალხმიანობის ელემენტებსაც შეიცავს, რის წყალობითაც ადვილი მისახვედრია, თუ რომელ ქვეყანას წარმოადგენს კონკურსანტი.
სიმღერის მთავარი გზავნილია – გჯეროდეს საკუთარი თავის და შესაძლებლობების, მიეცი საკუთარ თავს საშუალება იმოგზაურო ოცნებებში და გახსოვდეს, რომ გმირი უნდა ეძებო საკუთარ თავში და არა სხვებში.
„საბავშვო ევროვიზია 2023“ 26 ნოემბერს საფრანგეთის ქალაქ ნიცაში ტარდება – ერევანში გამართულ ბოლო კონკურსზე საფრანგეთის წარმომადგენლის ლისანდროს გამარჯვების წყალობით. კონკურსში მონაწილეობას 16 ქვეყანა მიიღებს.
წლევანდელ საბავშვო ევროფესტივალს ესპანეთი გახსნის და ნიდერლანდების წარმომადგენელი დახურავს. მასპინძელი საფრანგეთი კონკურსზე მე-12 ნომრად წარდგება.
ხმის მიცემა კი 24 ნოემბრის 23:00 საათიდან საბავშვო ევროვიზიის ოფიციალურ ვებგვერდზე
vote.Junioreurovision.tv დაიწყება.
ზედიზედ მეექვსე წელია „საბავშვო ევროვიზიის“ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ქართველ კონკურსანტს „პირველი არხის“ პროექტ „რანინაზე“ ირჩევენ. მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციულად „ევროვიზიაზე" პროექტის გამარჯვებული მიემგზავრება, წელს ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ ანასტასიასთან ერთად კონკურსზე პროექტ „რანინას“ კიდევ ორი მონაწილე – ნიკოლოზ ხარატი და ოთო ბაზერაშვილი წარდგებიან.
11 წლის ანასტასია ვასაძე წარმოშობით ბათუმიდანაა და თბილისში ცხოვრობს. გოგონას უყვარს ხატვა, ასევე გატაცებულია სპორტით – უყვარს სირბილი და ველოსიპედით სეირნობა.
გასულ წელს „საბავშვო ევროვიზია 2022“-ზე, რომელიც სომხეთში ჩატარდა, საქართველო წარადგინა 11 წლის მარიამ ბიგვავამ სიმღერით I Believe. მარიამმა მესამე ადგილი დაიკავა, კონკურსის გამარჯვებული კი საფრანგეთი გახდა.
საქართველო „საბავშვო ევროვიზიაში“ 2007 წლიდან მონაწილეობს და ამ კონკურსის გამარჯვებული სამჯერ გახდა – 2008, 2011 და 2016 წლებში.