ორი ქართული კერძი მსოფლიოს საუკეთესო სუპების რეიტინგში მოხვდა

© photo: Sputnik / Edward Pesovქართული სუფრა თერჯოლაში
ქართული სუფრა თერჯოლაში - Sputnik საქართველო, 1920, 21.11.2023
გამოწერა
ხარჩო რეიტინგის მე-18 ადგილს იკავებს, ჩიხირთმა - 33-ეს.
თბილისი, 21 ნოემბერი – Sputnik. კულინარიულმა გზამკვლევმა TasteAtlas-მა მსოფლიოს 50 საუკეთესო ხორციანი სუპის სია გამოაქვეყნა, მათ შორის აღმოჩნდა ორი ქართული კერძი - ხარჩო და ჩიხირთმა.
TasteAtlas არის გემოვნების ენციკლოპედია, მთელი მსოფლიოდან ტრადიციული კერძების მსოფლიო ატლასი. კატალოგში უკვე შეტანილია 10 ათასზე მეტი კერძი და სასმელი.
ხარჩო მე-18 ადგილზე გავიდა. ავტორი წვნიანს „ნოყიერს“ უწოდებს და დასძენს, რომ იგი მზადდება ძროხის ან ქათმის ხორცისგან, ნიგვზისა და ბრინჯის დამატებით.

„მას ტრადიციულად უმატებენ ქართული სანელებლების ნაზავს, სახელად ხმელი-სუნელი და ქლიავის სოუსს სახელწოდებით ტყემალი. წვნიანი იმდენად პოპულარულია, რომ თითქმის ყველა ოჯახს აქვს თავისი ვარიანტი და რეცეპტი. რეკომენდებულია ხარჩოს მირთმევა ცხლად, წვრილად დაჭრილი ახალი ქინძით“, – წერს ავტორი.

მეორე სუპს - ჩიხირთმას - რეიტინგის ავტორებმა 33-ე ადგილი მიუჩინეს. სტატიაში აღნიშნულია, რომ ის შესანიშნავად უხდება ნაბახუსევს.
„ის შედგება ქათმის ნაჭრებისგან, ხახვისგან, კვერცხისგან, ფქვილისგან, ძმრისგან, წყლისა და ისეთი სანელებლებისგან, როგორიცაა მარილი, დაფნის ფოთოლი და ქინძი. მას აქვს ოდნავ მომჟავო გემო და სქელი, კრემისებური კონსისტენცია", - განმარტავენ სტატიის ავტორები.
ქართული სამზარეულოს კერძები TasteAtlas-ის რეიტინგში ადრეც არაერთხელ მოხვდა.
ყველა ახალი ამბავი
0