კონკურენციის სააგენტო რუსთავის ავტობაზრობის მხრიდან შესაძლო დარღვევებს იკვლევს

© photo: Sputnik / Stringerრუსთავის ავტობაზრობა
რუსთავის ავტობაზრობა - Sputnik საქართველო, 1920, 21.11.2023
გამოწერა
НовостиTelegram
სააგენტო შესაბამის გადაწყვეტილებას საქმის მოკვლევის დაწყებიდან არაუგვიანეს 6 თვის ვადაში იღებს.
თბილისი, 21 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ორი მოკვლევა დაიწყო - „რუსთავის ავტო ბაზრობის“ მხრიდან შესაძლო დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტზე და საკვები სოდის წარმოება/რეალიზაციის მიმართულებით არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესაძლო შემთხვევაზე. ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

პირველი მოკვლევა ავტოიმპორტიორი კერძო პირების საჩივრის საფუძველზე დაიწყო. როგორც უწყებაში განმარტავენ, შპს „რუსთავის ავტო ბაზრობის“ მხრიდან ადგილი აქვს შესაძლო დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას. კერძოდ, რუსთავის ავტობაზრობის ტერიტორიაზე ავტოსადგომებით სარგებლობის სანაცვლოდ ეკონომიკური აგენტი (შპს „რუსთავის ავტო ბაზრობი“) არასამართლიანად მაღალ ფასს ადგენდა.
მომხმარებელთა უფლებების დარღვევა – რამდენი საჩივარი შევიდა კონკურენციის სააგენტოში>>>

მეორე მოკვლევა კი შეეხება საკვები სოდის წარმოება/რეალიზაციის სფეროში მოქმედი სუბიექტის სასაქონლო ნიშნებისა და გარეგნული იერსახის სავარაუდო მითვისებას ფაქტს.

უწყების ცნობით, კონკურენციის სააგენტოში შეიქმნა მოკვლევის ჯგუფები, რომელსაც აღნიშნული საკითხების შესწავლა დაევალა.
სააგენტო შესაბამის გადაწყვეტილებას საქმის მოკვლევის დაწყებიდან არაუგვიანეს 6 თვის ვადაში იღებს. საკითხის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით კი მოკვლევის პროცესი შეიძლება 18 თვემდე გაგრძელდეს.
2023 წელს სააგენტომ დაასრულა ხუთი მოკვლევა დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენების, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის, შეთანხმებული ქმედების და სახელმწიფო ადმინისტრაციული უწყებების მხრიდან კონკურენციის შესაძლო შეზღუდვების მიმართულებით. ერთ შემთხვევაში დარღვევა არ დადგინდა, მეორე შემთხვევაში განმცხადებლის მოთხოვნით შესწავლა შეწყდა, სამ შემთხვევაში კი დარღვევა დადგინდა და გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები.
ყველა ახალი ამბავი
0