თოვლმა გზებზე პრობლემები შექმნა - სად მოქმედებს შეზღუდვები

© photo: Sputnik / Stringerგზის გაწმენდითი სამუშაოები
გზის გაწმენდითი სამუშაოები - Sputnik საქართველო, 1920, 21.11.2023
გამოწერა
НовостиTelegram
საქართველოს ტერიტორიაზე მკვეთრად გაუარესდა მეტეოროლოგიური პირობები, რის გამო მთელ რიგ გზაზე შეზღუდვები მოქმედებს.
თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე უამინდობის გამო შეზღუდვები დაწესდა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
ინტენსიური თოვის გამო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
ინტენსიური თოვის გამო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ნაქერალას უღელტეხილზე ( ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-52-ე მონაკვეთზე), ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
აღნიშნული საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
დიდთოვლობის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა ზეკარის უღელტეხილზეც (ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის 50-89-ე კმ მონაკვეთი).
ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვებია დაწესებული ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის გზაზეც.
კერძოდ, დიდთოვლობის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 146-151-ე კმ (ცანა-ლასდილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ამავე საავტომობილო გზის მელე-ცანას (125-146-ე კმ) მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საავტომობილო გზის წყალტუბოს გადასახვევი-მელეს (1-125-ე კმ) მონაკვეთზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ყველა ახალი ამბავი
0