„ზემო ლარსზე“ 850-ზე მეტი სატვირთო დაგროვდა

© photo : ՀՀ տարածքային կառավարման և ենթակառուցվածքների նախարարություն / Ministry of Territorial Administration and Infrastructure of Armeniaსატვირთოები
სატვირთოები - Sputnik საქართველო, 1920, 20.11.2023
გამოწერა
ქართული მხარე ტრაილერებს საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო არ ატარებს.
თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. „ზემო ლარსის“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან როგორც საქართველოს, ისე რუსეთის მხრიდან 850-ზე მეტი სატვირთო ავტომობილი გზის გახსნას ელოდება, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო „ზემო ლარსზე" სატვირთოების გადაადგილებაზე შეზღუდვა 19 ნოემბრის დილით დაწესდა, დღის მეორე ნახევრიდან კი საქართველო-რუსეთის საზღვრის მიმართულებით ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
„ამჟამად საქართველოს სამხედრო გზის გახსნას ქართული მხრიდან დაახლოებით 700 სატვირთოს მძღოლი ელოდება, რუსეთის მხრიდან კი 150", - განაცხადა რუსეთში სომხეთის საელჩოს საბაჟო საკითხების ატაშემ ვაან აკოფიანმა.
მისი თქმით, „ზემო ლარსზე" ორივე მიმართულებით ყვლა სახის ტრანსპორტის გადაადგილება ამ დრომდე შეზღუდულია.ზვავსაშიშროების საფრთხის აღმოფხვრის შემდეგ ქართული მხარე გზის გაწმენით სამუშაოებს დაიწყებს.
„იმ შემთხვევაში, თუ ნალექი არ იქნება, გზა სატრანსპორტო საშუალებებისთვის გაიხსნება", - განაცხადა ატაშემ.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს.
ყველა ახალი ამბავი
0