https://sputnik-georgia.com/20231120/saqartvelos-nakrebi-espanettan-damarcxda-284345420.html
საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა
საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა
Sputnik საქართველო
საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის ეს წლის ბოლო შეხვედრა იყო 20.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-20T10:04+0400
2023-11-20T10:04+0400
2023-11-20T10:04+0400
საქართველო
ესპანეთი
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/19/282635233_0:86:2535:1512_1920x0_80_0_0_2a16b2be39c85d39841074b12d14637f.jpg
თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფინალური შეხვედრა ესპანეთის გუნდთან გამართა და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.მასპინძლებმა ანგარიში მე-4 წუთზე მასპინძლებმა ლე ნორმანდის გოლით გახსნეს. თუმცა, საქართველოს ნაკრებმა ანგარიშის გათანაბრება მეათე წუთზე შეძლო - ხვიჩა კვარაცხელიამ გიორგი ჩაკვეტაძის პასი გოლით დააგვირგვინა. პირველ ტაიმში ორივე გუნდს წარმატების შანსები ჰქონდა, თუმცა ანგარიში არ შეცვლილა.შეხვედრის მეორე ნახევარში ესპანელებმა კვლავ მოახერხეს დაწინაურება ერნან ტორესის გოლით და ანგარიში 2:1 გახდა. 72-ე წუთზე კი ლუკა კვირკველიას ავტოგოლის წყალობით, ესპანელებმა მატჩი ანგარიშით 3:1 დაასრულეს.ესპანეთის წინააღმდეგ „დინამო არენაზე" გამართული პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა დიდი ანგარიშით - 1:7 წააგო.A ჯგუფში ესპანეთმა 21 ქულით პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო საქართველო 8 ქულით მეოთხე ადგილზე დარჩა და მარტში ევროპირველობაზე გასასვლელი პლეი-ოფის მატჩებისთვის მოემზადება. საქართველოს ნაკრების მოწინააღმდეგე ნოემბრის ბოლოს გამართულ კენჭისყრაზე გაირკვევა.
საქართველო
ესპანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/19/282635233_0:73:2535:1974_1920x0_80_0_0_a13f15843d69665f2b83dbfe4d1f9c34.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ესპანეთი , სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ესპანეთი , სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა
საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის ეს წლის ბოლო შეხვედრა იყო
თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფინალური შეხვედრა ესპანეთის გუნდთან გამართა და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.
მასპინძლებმა ანგარიში მე-4 წუთზე მასპინძლებმა ლე ნორმანდის გოლით გახსნეს. თუმცა, საქართველოს ნაკრებმა ანგარიშის გათანაბრება მეათე წუთზე შეძლო - ხვიჩა კვარაცხელიამ გიორგი ჩაკვეტაძის პასი გოლით დააგვირგვინა.
პირველ ტაიმში ორივე გუნდს წარმატების შანსები ჰქონდა, თუმცა ანგარიში არ შეცვლილა.
შეხვედრის მეორე ნახევარში ესპანელებმა კვლავ მოახერხეს დაწინაურება ერნან ტორესის გოლით და ანგარიში 2:1 გახდა. 72-ე წუთზე კი ლუკა კვირკველიას ავტოგოლის წყალობით, ესპანელებმა მატჩი ანგარიშით 3:1 დაასრულეს.
ესპანეთის წინააღმდეგ „დინამო არენაზე" გამართული პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა დიდი ანგარიშით - 1:7 წააგო.
A ჯგუფში ესპანეთმა 21 ქულით პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო საქართველო 8 ქულით მეოთხე ადგილზე დარჩა და მარტში ევროპირველობაზე გასასვლელი პლეი-ოფის მატჩებისთვის მოემზადება. საქართველოს ნაკრების მოწინააღმდეგე ნოემბრის ბოლოს გამართულ კენჭისყრაზე გაირკვევა.