ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების გაყიდვაზე ჯარიმები წესდება

© AFP 2024 / MARK FELIXბუნება
ბუნება - Sputnik საქართველო, 1920, 20.11.2023
გამოწერა
ოზონის შრე არის დედამიწის ატმოსფეროს ნაწილი, ბუნებრივი ეკრანი, რომელიც დედამიწასა და მის ბიოსფეროს მზის ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან იცავს.
თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების გაყიდვაზე აკრძალვა საქართველოში ძალაში 2024 წლის 1-ლი იანვრიდან შევა, პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი შესაბამისი ცვლილებები უკვე დაამტკიცა.
ნივთიერებების ჩამონათვალი გაეროს მონრეალის პროტოკოლის მიერაა განსაზღვრული. საქართველო 2023 წლის 11 ივლისს მონრეალის პროტოკოლის 151-ე ქვეყანა გახდა, რომელიც „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ მონრეალის ოქმის“ კიგალის ცვლილებას შეუერთდა. მონრეალის პროტოკოლით რეგულირებული ოზონდამშლელი ყველა ნივთიერება შეიცავს ქლორს ან ბრომს.
პროტოკოლის თანახმად, 2024 წლიდან ქვეყანაში ჰიდროფტორნახშირბადების მოხმარება საბაზისო დონეზე გაიყინება, 2029 წლიდან კი დაიწყება ეტაპობრივი შემცირება ჯერ 10%-ით, შემდეგ 30%-ით, 50%-ით და ბოლოს - 2045 წელს 80%-ით.
ცვლილებების თანახმად, 1-ლი იანვრიდან ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების წარმოება, გაყიდვა და შეძენა დაექვემდებარება ჯარიმას 150 ლარის ოდენობით და კონფისკაციას.
ოზონის შრე — დედამიწის ატმოსფეროს ნაწილი, ბუნებრივი ეკრანი, რომელიც დედამიწასა და მის ბიოსფეროს მზის ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან იცავს. ოზონის შრეში ხვრელი მეცნიერებმა პირველად 1985 წელს აღმოაჩინეს. მისი დიამეტრი 1000 კილომეტრს აღემატებოდა. ხვრელის წარმოქმნის ძირითად მიზეზად სპეციალისტებმა ფრეონის შემცველი ნივთიერებების მასობრივი გამოყენება მიიჩნიეს. ამიტომ 1987 წელს 46 სახელმწიფომ "მონრეალის პროტოკოლს" მოაწერა ხელი, რომელიც მავნე ქიმიკატის გამოყენების აღმოფხვრას ითვალისწინებდა.
მონრეალის პროტოკოლი — გლობალური შეთანხმება დედამიწის ოზონის შრის დაცვის შესახებ მისი გამანადგურებელი ქიმიკატების წარმოების ეტაპობრივი შეწყვეტით. იგი ძალაში შევიდა 1989 წელს და არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გლობალური გარემოსდაცვითი შეთანხმება.
ყველა ახალი ამბავი
0