https://sputnik-georgia.com/20231120/gum-sasrial-moskovsi-284377691.html
„გუმ-სასრიალოზე“ სპორტის ვარსკვლავები მასტერ-კლასებს ჩაატარებენ
„გუმ-სასრიალოზე“ სპორტის ვარსკვლავები მასტერ-კლასებს ჩაატარებენ
Sputnik საქართველო
თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. ახალ სეზონზე მოსკოვის „გუმ-სასრიალოს“ სტუმრებს საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ უფასო მასტერკლასებში, რომლებსაც ცნობილი... 20.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-20T16:01+0400
2023-11-20T16:01+0400
2023-11-21T11:02+0400
რუსეთი
საზოგადოება
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/14/284356346_0:120:3101:1864_1920x0_80_0_0_f9d3e2ad36ee229dbdf31ff8aab27c59.jpg
თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. ახალ სეზონზე მოსკოვის „გუმ-სასრიალოს“ სტუმრებს საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ უფასო მასტერკლასებში, რომლებსაც ცნობილი ჰოკეისტები და ფიგურული სრიალის ოსტატები ჩაატარებენ, გასინჯონ ზამთრის ტრადიციული კერძები, შეარჩიონ საახალწლო და საშობაო სუვენირები, განუცხადეს Sputnik-ს ორგანიზატორებმა.ორგანიზატორების ცნობით, „გუმ-სასრიალო“ იმუშავებს ყოველდღე 09:00-დან 23:30-მდე. თითოეული სეანსის ხანგრძლივობა ერთი საათია.წელს „გუმ-სასრიალოს“ სტუმრებს უფასო მასტერკლასები ელით რუსული სპორტის ვარსკვლავებთან. ყოველ შაბათს საციგურაო მოედანზე ბავშვთა ჰოკეის სკოლის მწვრთნელების ხელმძღვანელობით ჰოკეის თამაშის სწავლა ან ცოდნა-უნარების გაუმჯობესება იქნება შესაძლებელი.კვირაობით, ფიგურული სრიალის მოყვარულები, ანასტასია გრებენკინას სკოლის პედაგოების ხელმძღვანელობით, დახვეწენ სრიალის უნარს და შეასრულებენ მარტივ ელემენტებს.გარდა ამისა, ამ სეზონის პროგრამა მოიცავს 12 მასტერკლასს ფიგურულ სრიალში ოლიმპიური ჩემპიონის, ალინა ზაგიტოვასგან, რომელიც ჩატარდება 10 დეკემბრიდან 25 თებერვლის ჩათვლით.ორგანიზატორებმა განმარტეს, რომ ყველა მასტერკლასზე დასწრება უფასოა, მაგრამ საჭიროა „გუმ-სასრიალოს“ საიტზე დარეგისტრირება.სასრიალოს სტუმრებს გუმ-ბაზრობაზე საშუალება ექნებათ გასინჯონ ზამთრის ტრადიციული კერძები: სბიტენი თაფლით, ბლინები კარაქით, არაჟნთი, ხიზილალით, გამომცხვარი კარტოფილი კიტრითა და სოკოთი, გლინტვეინი, შემწვარი ძეხვი, ვენური ვაფლი, მოხალული წაბლი.იქვე იქნება კარუსელები, მოედანზე დაიდგმება საახალწლო ნაძვისხეები, ინსტალაციები და დეკორაციები, ბაზრობის სავაჭრო ქოხები.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/14/284356346_231:0:2962:2048_1920x0_80_0_0_c621f8ff5cad8b0587d15161bbb04edc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, საზოგადოება, მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები
რუსეთი, საზოგადოება, მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები
თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. ახალ სეზონზე მოსკოვის „გუმ-სასრიალოს“ სტუმრებს საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ უფასო მასტერკლასებში, რომლებსაც ცნობილი ჰოკეისტები და ფიგურული სრიალის ოსტატები ჩაატარებენ, გასინჯონ ზამთრის ტრადიციული კერძები, შეარჩიონ საახალწლო და საშობაო სუვენირები, განუცხადეს Sputnik-ს ორგანიზატორებმა.
„29 ნოემბერს მოსკოვის მთავარ მოედანზე უკვე მეთვრამეტედ დაიწყებს მუშაობას ცნობილი საციგურაო მოედანი. დედაქალაქის ცენტრში გაიმართება ზამთრის ტრადიციული დღესასწაულები. უნაკლო ყინული, ფერადი განათება, სადღესასწაულო ატმოსფერო და უგემრიელესი დონატები კაფეში“, — ნათქვამია შეტყობინებაში.
ორგანიზატორების ცნობით, „გუმ-სასრიალო“ იმუშავებს ყოველდღე 09:00-დან 23:30-მდე. თითოეული სეანსის ხანგრძლივობა ერთი საათია.
წელს „გუმ-სასრიალოს“ სტუმრებს უფასო მასტერკლასები ელით რუსული სპორტის ვარსკვლავებთან. ყოველ შაბათს საციგურაო მოედანზე ბავშვთა ჰოკეის სკოლის მწვრთნელების ხელმძღვანელობით ჰოკეის თამაშის სწავლა ან ცოდნა-უნარების გაუმჯობესება იქნება შესაძლებელი.
კვირაობით, ფიგურული სრიალის მოყვარულები, ანასტასია გრებენკინას სკოლის პედაგოების ხელმძღვანელობით, დახვეწენ სრიალის უნარს და შეასრულებენ მარტივ ელემენტებს.
გარდა ამისა, ამ სეზონის პროგრამა მოიცავს 12 მასტერკლასს ფიგურულ სრიალში ოლიმპიური ჩემპიონის, ალინა ზაგიტოვასგან, რომელიც ჩატარდება 10 დეკემბრიდან 25 თებერვლის ჩათვლით.
ორგანიზატორებმა განმარტეს, რომ ყველა მასტერკლასზე დასწრება უფასოა, მაგრამ საჭიროა „გუმ-სასრიალოს“
საიტზე დარეგისტრირება.
სასრიალოს სტუმრებს გუმ-ბაზრობაზე საშუალება ექნებათ გასინჯონ ზამთრის ტრადიციული კერძები: სბიტენი თაფლით, ბლინები კარაქით, არაჟნთი, ხიზილალით, გამომცხვარი კარტოფილი კიტრითა და სოკოთი, გლინტვეინი, შემწვარი ძეხვი, ვენური ვაფლი, მოხალული წაბლი.
იქვე იქნება კარუსელები, მოედანზე დაიდგმება საახალწლო ნაძვისხეები, ინსტალაციები და დეკორაციები, ბაზრობის სავაჭრო ქოხები.