ექიმები დაჭრილი მომღერლის მდგომარეობაზე

© photo: Sputnik / Nikolay Khizhnyak / გადასვლა მედიაბანკშიწვეთოვანი სისტემა
წვეთოვანი სისტემა - Sputnik საქართველო, 1920, 20.11.2023
გამოწერა
НовостиTelegram
მომღერალი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.
თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. ექიმები ქართველი მომღერლის კოსტა სანიკიძის მდგომარეობას, რომელიც გუშინ საკუთარ სახლში დაჭრეს, სტაბილურად აფასებენ. იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
არსებული ინფორმაციით, მომღერალს მუცლის არეში ოთხი ჭრილობას აქვს მიყენებული. სანიკიძეს საავადმყოფოში სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების თქმით, მან ორი ლიტრი სისხლის დაკარგა. დაზიანებული აქვს ფილტვები. მომღერალი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.
ბრალდებული დაკავებულია. მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა დილის 7 საათზე სანიკიძის დედის თვალწინ მოხდა, რომელიც შვილის დაცვას ცდილობდა. მეზობლებმა ბოროტმოქმედს გაქცევის საშუალება არ მისცეს და პოლიციამ ის მაშინვე დააკავა.
ბრალდებულს 20 ნოემბერს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ. პროკურატურა 25 წლამდე ასაკის მამაკაცს წინასწარ განზრახვით მკვლელობის მცდელობას ედავება. თავდასხმის მოტივი უცნობია.
გამოძიება სანიკიძის გონზე მოსვლას ელოდება, რათა უფრო დეტალური ინფორმაცია მიიღოს. მომღერლის ნათესავები და ახლობლები ამბობენ, რომ ბრალდებული მასზე თავდასხმას ორი კვირის წინაც შეეცადა, თუმცა მაშინ სახლი შეეშალა. სანიკიძე პროექტი „პრაიმ ჰაუსის" მონაწილე იყო.
ყველა ახალი ამბავი
0