ზემო ლარსი დღეს: რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი გზა ყველა სახის ტრანსპორტისთვის დაიკეტა

© photo: Sputnikგადაკეტილი გზა
გადაკეტილი გზა  - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2023
გამოწერა
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების დონე მაღალია
თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
ყველა ახალი ამბავი
0