https://sputnik-georgia.com/20231119/walenjixis-municipalitetsi-stiqiam-problemebi-seqmna-284339634.html
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სტიქიამ პრობლემები შექმნა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სტიქიამ პრობლემები შექმნა
Sputnik საქართველო
საქართველოში უახლოეს დღეებში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი 19.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-19T19:17+0400
2023-11-19T19:17+0400
2023-11-19T19:17+0400
ახალი ამბები
საქართველო
სამეგრელო
სტიქიური მოვლენები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/1d/276218522_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_20520a8092d1094a36ca0d82eec0ada5.jpg
თბილისი, 19 ნოემბერი - Sputnik. ძლიერმა ქარმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა, იუწყება „პირველი არხი“.ჭალეს ადმინისტრაციულ ერთეულში ძლიერმა ქარმა კერძო სახლებს და საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა, წაქცეულია ასწლოვანი ხეები. ასევე ქალაქ ჯვარში დაზიანდა ელექტროგადამცემი ბოძები, რის გამოც ელექტროენერგია მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდებოდა. დროისთვის ელექტროენერგია სრულად აღდგენილია.საქართველოში ამინდი გაუარესდება - მთიან რაიონებში შესაძლებელია ქარბუქი >>წალენჯიხის მერის წარმომადგენლების ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით დილიდან ხორციელდება სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები. დაწყებულია ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული სახურავების ნარჩენებისგან გასუფთავება და გადახურვისთვის მომზადება.ზარალის ზუსტი ოდენობა ამ დროისთვის უცნობია. სპეციალური კომისია ითვლის ზარალს და სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან მოხდება შესაბამისი თანხების მობილიზება, დაზიანებული ობიექტების გადახურვა. მანამდე სახლები ალტერნატიული მასალით გადაიხურება.რაც შეეხება უახლოესი დღეების ამინდს, სინოპტიკოსები 20-დან 22 ნოემბრის ჩათვლით საქართველოში ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ - მოსალოდნელია წვიმა, მთიან რაიონებში თოვლი, ზოგან ქარბუქი, შტორმი ზღაზე და ძლიერი ქარი.
საქართველო
სამეგრელო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/1d/276218522_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_df2042b6b1f8ec7f9d2f967df5254196.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სამეგრელო , სტიქიური მოვლენები
ახალი ამბები, საქართველო, სამეგრელო , სტიქიური მოვლენები
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სტიქიამ პრობლემები შექმნა
საქართველოში უახლოეს დღეებში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი
თბილისი, 19 ნოემბერი - Sputnik. ძლიერმა ქარმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა, იუწყება „პირველი არხი“.
ჭალეს ადმინისტრაციულ ერთეულში ძლიერმა ქარმა კერძო სახლებს და საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა, წაქცეულია ასწლოვანი ხეები. ასევე ქალაქ ჯვარში დაზიანდა ელექტროგადამცემი ბოძები, რის გამოც ელექტროენერგია მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდებოდა. დროისთვის ელექტროენერგია სრულად აღდგენილია.
წალენჯიხის მერის წარმომადგენლების ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით დილიდან ხორციელდება სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები. დაწყებულია ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული სახურავების ნარჩენებისგან გასუფთავება და გადახურვისთვის მომზადება.
ზარალის ზუსტი ოდენობა ამ დროისთვის უცნობია. სპეციალური კომისია ითვლის ზარალს და სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან მოხდება შესაბამისი თანხების მობილიზება, დაზიანებული ობიექტების გადახურვა. მანამდე სახლები ალტერნატიული მასალით გადაიხურება.
რაც შეეხება უახლოესი დღეების ამინდს, სინოპტიკოსები 20-დან 22 ნოემბრის ჩათვლით საქართველოში ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ - მოსალოდნელია წვიმა, მთიან რაიონებში თოვლი, ზოგან ქარბუქი, შტორმი ზღაზე და ძლიერი ქარი.