https://sputnik-georgia.com/20231119/tbilissi-dioris-saxlis-qartveli-mxarvris-gamofena-ixsneba-284334775.html
თბილისში Dior-ის სახლის ქართველი მხატვრის გამოფენა იხსნება
თბილისში Dior-ის სახლის ქართველი მხატვრის გამოფენა იხსნება
Sputnik საქართველო
თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის ნამუშევრები საფრანგეთიდან საქართველოში 2022 წელს ჩამოიტანეს 19.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-19T10:35+0400
2023-11-19T10:35+0400
2023-11-19T10:35+0400
ახალი ამბები
საქართველო
საფრანგეთი
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23727/22/237272246_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_b4bd43019f823fe9033bb4cd64834e98.jpg
თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. კრისტიან დიორის ქართველი მხატვრის, თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის მასშტაბური გამოფენა 19 ნოემბერს დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიხსნება.საქართველოს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის, ინიციატივით, თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის მემკვიდრეობა - მისი ნამუშევრები და პირადი არქივი, მხატვრის შთამომავლებთან მოლაპარაკებების შედეგად, 2022 წელს საქართველოს ხელოვნების სასახლეს გადაეცა.მეცნიერთა ჯგუფმა კოლექცია ბრეტანიდან, კერძოდ კი - საფრანგეთის სოფელ ლამპალუზ-პულუარზელიდან საქართველოში ჩამოიტანა. ხელოვნების სასახლეში დაბრუნებულ ნამუშევრებს შორის არის: 30-ზე მეტი ფერწერული ტილო, 300-ზე მეტი გრაფიკული ჩანახატი და ესკიზი (წიგნის მხატვრობა, თეატრის მხატვრობა, მოდის დიზაინი და სხვ.) და 200-ზე მეტი საარქივო ფოტო.თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე წლების განმავლობაში იყო სან პაულოს თეატრის მხატვარი. აღსანიშნავია, რომ მან XX საუკუნის 50-იან წლებში რამდენიმე ესკიზი შექმნა ფრანგული მოდის სახლ Dior-ისთვისაც.XX საუკუნის მეორე ნახევარში მოღვაწე თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე მრავალი მიმართულებით მუშაობდა. როგორც საარქივო დოკუმენტებში ვკითხულობთ, ის „საბალეტო დადგმებს ქმნიდა - წერდა სცენარებს, არჩევდა მუსიკას, ხატავდა დეკორაციებს, ქმნიდა კოსტიუმებს და ტექნიკურ დეტალებს, რომლებიც სანახაობას მაყურებლისთვის დაუვიწყარს ხდიდა.“1960-1980-იან წლებში მისი ნამუშევრების გამოფენები იმართებოდა პარიზში, მათ შორის საავიაციო-კოსმოსური ინდუსტრიის ეროვნული საზოგადოების დარბაზებში. გარდა ამისა, ის ქმნიდა კოსტიუმებს თეატრებისთვის, ლოკრონანის ფესტივალზე გამართული წარმოდგენებისთვის და სხვ.ეროვნულ გალერეაში საექსპოზიციოდ წარმოდგენილი იქნება თეატრისა და წიგნის მხატვრობა, გრაფიკა, კოლაჟები და აპლიკაციები, ესკიზები და საბავშვო მარიონეტები.
საქართველო
საფრანგეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23727/22/237272246_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_4a861a5a6e70cec6f834f3ca58023f41.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საფრანგეთი , კულტურა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საფრანგეთი , კულტურა საქართველოში
თბილისში Dior-ის სახლის ქართველი მხატვრის გამოფენა იხსნება
თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის ნამუშევრები საფრანგეთიდან საქართველოში 2022 წელს ჩამოიტანეს
თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. კრისტიან დიორის ქართველი მხატვრის, თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის მასშტაბური გამოფენა 19 ნოემბერს დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიხსნება.
საქართველოს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის, ინიციატივით, თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის მემკვიდრეობა - მისი ნამუშევრები და პირადი არქივი, მხატვრის შთამომავლებთან მოლაპარაკებების შედეგად, 2022 წელს საქართველოს ხელოვნების სასახლეს გადაეცა.
მეცნიერთა ჯგუფმა კოლექცია ბრეტანიდან, კერძოდ კი - საფრანგეთის სოფელ ლამპალუზ-პულუარზელიდან საქართველოში ჩამოიტანა. ხელოვნების სასახლეში დაბრუნებულ ნამუშევრებს შორის არის: 30-ზე მეტი ფერწერული ტილო, 300-ზე მეტი გრაფიკული ჩანახატი და ესკიზი (წიგნის მხატვრობა, თეატრის მხატვრობა, მოდის დიზაინი და სხვ.) და 200-ზე მეტი საარქივო ფოტო.
თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე წლების განმავლობაში იყო სან პაულოს თეატრის მხატვარი. აღსანიშნავია, რომ მან XX საუკუნის 50-იან წლებში რამდენიმე ესკიზი შექმნა ფრანგული მოდის სახლ Dior-ისთვისაც.
XX საუკუნის მეორე ნახევარში მოღვაწე თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე მრავალი მიმართულებით მუშაობდა. როგორც საარქივო დოკუმენტებში ვკითხულობთ, ის „საბალეტო დადგმებს ქმნიდა - წერდა სცენარებს, არჩევდა მუსიკას, ხატავდა დეკორაციებს, ქმნიდა კოსტიუმებს და ტექნიკურ დეტალებს, რომლებიც სანახაობას მაყურებლისთვის დაუვიწყარს ხდიდა.“
1960-1980-იან წლებში მისი ნამუშევრების გამოფენები იმართებოდა პარიზში, მათ შორის საავიაციო-კოსმოსური ინდუსტრიის ეროვნული საზოგადოების დარბაზებში. გარდა ამისა, ის ქმნიდა კოსტიუმებს თეატრებისთვის, ლოკრონანის ფესტივალზე გამართული წარმოდგენებისთვის და სხვ.
ეროვნულ გალერეაში საექსპოზიციოდ წარმოდგენილი იქნება თეატრისა და წიგნის მხატვრობა, გრაფიკა, კოლაჟები და აპლიკაციები, ესკიზები და საბავშვო მარიონეტები.