https://sputnik-georgia.com/20231119/kosta-sanikize-dawres-284341132.html
თბილისში პოპულარული მომღერალი კოსტა სანიკიძე დაჭრეს
თბილისში პოპულარული მომღერალი კოსტა სანიკიძე დაჭრეს
Sputnik საქართველო
შსს-ს ინფორმაციით, ინციდენტთან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული 19.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-19T22:15+0400
2023-11-19T22:15+0400
2023-11-19T22:19+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
კრიმინალი საქართველოში
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1f/283836452_0:104:1280:825_1920x0_80_0_0_a350974ae978ab0f2f914b93a223187c.jpg
თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. ქართველი მომღერალი კოსტა სანიკიძე თბილისში საკუთარ სახლში დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია„ რუსთავი2“.დაზარალებული „რუსთავი 2-ის" პროექტ „პრაიმჰაუსში" მონაწილეობდა.დაშავებულის მეგობრის, სალომე ბარათაშვილის ინფორმაციით, მას მუცლის არეში ცივი იარაღით ხუთი შემავალი ჭრილობა აქვს მიყენებული. მომღერალი გადაიყვანეს კლინიკაში, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა.კოსტა სანიკიძის მეგობრები ამბობენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, გონზე მოვიდა და აპარატზე შეერთებასაც აღარ საჭიროებს.შსს-ს ინფორმაციით, ინციდენტთან დაკავშირებით ერთი პირი ცხელ კვალზე დაკავეს. გამოძიება „მკვლელობის მცდელობის“ მუხლით მიმდინარეობს.„რუსთავი2“-ის ინფორმაციით, თავდამსხმელი 24 წლის გიორგი გველესიანია. ჯერჯერობით უცნობია თავდასხმის საბაბი.კოსტა სანიკიძეზე თავდასხმა გამთენიისას, დილის 7 საათისთვის მოხდა. „რუსთავი2“-ის ინფორმაციით, მას საკუთარ სახლში 25 წლამდე პირი დაესხა თავს და დაჭრა. შემთხვევის დროს სახლში იყო კოსტა სანიკიძის დედაც. მსახიობის დაჭრამდე 2 კვირით ადრე ადგილი ჰქონდა თავდასხმის მცდელობასა და სიცოცხლის მოსპობით მუქარას, სწორედ იმ ადამიანის მხრიდან, ვინც დღეს ის დაჭრა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1f/283836452_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_a346ff1521d9f08dd55e772351b90746.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში, კულტურა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში, კულტურა საქართველოში
თბილისში პოპულარული მომღერალი კოსტა სანიკიძე დაჭრეს
22:15 19.11.2023 (განახლებულია: 22:19 19.11.2023) შსს-ს ინფორმაციით, ინციდენტთან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული
თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. ქართველი მომღერალი კოსტა სანიკიძე თბილისში საკუთარ სახლში დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია„ რუსთავი2“.
დაზარალებული „რუსთავი 2-ის" პროექტ „პრაიმჰაუსში" მონაწილეობდა.
დაშავებულის მეგობრის, სალომე ბარათაშვილის ინფორმაციით, მას მუცლის არეში ცივი იარაღით ხუთი შემავალი ჭრილობა აქვს მიყენებული. მომღერალი გადაიყვანეს კლინიკაში, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა.
„როგორც ქირურგმა გვითხრა, დაკარგული აქვს 2 ლიტრი სისხლი. ფილტვებზე აქვს კიდევ რაღაც პრობლემა. სტაბილურად მძიმე სიტუაციაა“, - აცხადებს კოსტა სანიკიძის მეგობარი სალომე ბარათაშვილი.
კოსტა სანიკიძის მეგობრები ამბობენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, გონზე მოვიდა და აპარატზე შეერთებასაც აღარ საჭიროებს.
შსს-ს ინფორმაციით, ინციდენტთან დაკავშირებით ერთი პირი ცხელ კვალზე დაკავეს. გამოძიება „მკვლელობის მცდელობის“ მუხლით მიმდინარეობს.
„რუსთავი2“-ის ინფორმაციით, თავდამსხმელი 24 წლის გიორგი გველესიანია. ჯერჯერობით უცნობია თავდასხმის საბაბი.
კოსტა სანიკიძეზე თავდასხმა გამთენიისას, დილის 7 საათისთვის მოხდა. „რუსთავი2“-ის ინფორმაციით, მას საკუთარ სახლში 25 წლამდე პირი დაესხა თავს და დაჭრა. შემთხვევის დროს სახლში იყო კოსტა სანიკიძის დედაც. მსახიობის დაჭრამდე 2 კვირით ადრე ადგილი ჰქონდა თავდასხმის მცდელობასა და სიცოცხლის მოსპობით მუქარას, სწორედ იმ ადამიანის მხრიდან, ვინც დღეს ის დაჭრა.