ბრაკონიერთა ჯგუფი ჩოხატაურში ტყის მცველს ფიზიკურად გაუსწორდა

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2023
გამოწერა
თითოეული სამართალდამრღვევის მიმართ ტარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
თბილისი, 19 ნოემბერი - Sputnik. გურიის სატყეო სამსახურის თანამშრომელს ოთხი პირი ფიზიკურად გაუსწორდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.
ამ დროისთვის ოთხივე პირი დაკავებულია. უწყების ინფორმაციით, საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულს.
შემთხვევა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტის სატყეო უბანზე მოხდა, სადაც ბრაკონიერებს ეროვნული სატყეო სააგენტოს გურიის სატყეო სამსახურის ტყის მცველმა თემურ მგალობლიშვილმა ხე-ტყის უკანონო ჭრის აღკვეთის მიზნით წინააღმდეგობა გაუწია.
უწყების ცნობით, სატყეო სამსახურის თანამშრომელი მიღებული დაზიანებებით ჩოხატაურის რაიონულ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები კომპეტენციის ფარგლებში ყველა სამართალდარღვევის წინააღმდეგ ბრძოლას აქტიურად ახორციელებენ.
უწყების განცხადებით, თითოეული სამართალდამრღვევის მიმართ ტარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. ასევე კანონოთ გათვალისწინებული უმკაცრესი ზომები იქნება გატარებული ყველა იმ პირის მიმართ, ვინც რაიმე სახის ზეწოლას განახორციელებს სამსახურებრივი უფლებამოსილების შემსრულებელ პირზე.
ყველა ახალი ამბავი
0