https://sputnik-georgia.com/20231118/tbilissi-oleg-timcenkos-gamofena-gaimarteba-284307454.html
„დიაგონალი 13“: თბილისში ოლეგ ტიმჩენკოს გამოფენა გაიმართება
„დიაგონალი 13“: თბილისში ოლეგ ტიმჩენკოს გამოფენა გაიმართება
Sputnik საქართველო
შემოქმედის ნამუშევრებში რეალობა ჩანაცვლებულია რეალობის სიმბოლოებით, აღნიშნავენ ორგანიზატორები. 18.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-18T10:14+0400
2023-11-18T10:14+0400
2023-11-18T10:14+0400
კულტურა საქართველოში
საქართველო
ახალი ამბები
საზოგადოება
თბილისი დღეს
მსოფლიო ხელოვნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23455/87/234558750_0:306:3264:2142_1920x0_80_0_0_67225f05cd7348ccb42d71e146508dec.jpg
თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. ცნობილი ქართველი მხატვრის ოლეგ ტიმჩენკოს გამოფენა „დიაგონალი 13“ საქართველოს ეროვნული მუზეუმის დარბაზში 18 ნოემბერს გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.გამოფენა ცირკის თემას უკავშირდება. ორგანიზატორები განმარტავენ, რომ ცირკის არენის დიაგონალი 13 მეტრია.ოლეგ ტიმჩენკოს გამოფენები, საქართველოს გარდა, მოეწყო აშშ–ში, ჰოლანდიაში, ჩეხეთში. ჯგუფურ გამოფენებში ის მონაწილეობდა რუსეთში, დიდ ბრიტანეთში, შვეიცარიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, მონტენეგროსა და უნგრეთში.ოლეგ ტიმჩენკოს ნამუშევრები ინახება საქართველოს, რუსეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ავსტრიის, უნგრეთის მუზეუმებში და ასევე კერძო კოლექციებში მთელ მსოფლიოში.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23455/87/234558750_0:0:3264:2448_1920x0_80_0_0_2f077bed6dc2891f545665b37b4efe0a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კულტურა საქართველოში, საქართველო, ახალი ამბები, საზოგადოება, თბილისი დღეს, მსოფლიო ხელოვნება
კულტურა საქართველოში, საქართველო, ახალი ამბები, საზოგადოება, თბილისი დღეს, მსოფლიო ხელოვნება
„დიაგონალი 13“: თბილისში ოლეგ ტიმჩენკოს გამოფენა გაიმართება
შემოქმედის ნამუშევრებში რეალობა ჩანაცვლებულია რეალობის სიმბოლოებით, აღნიშნავენ ორგანიზატორები.
თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. ცნობილი ქართველი მხატვრის ოლეგ ტიმჩენკოს გამოფენა „დიაგონალი 13“ საქართველოს ეროვნული მუზეუმის დარბაზში 18 ნოემბერს გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
გამოფენა ცირკის თემას უკავშირდება. ორგანიზატორები განმარტავენ, რომ ცირკის არენის დიაგონალი 13 მეტრია.
„ოლეგ ტიმჩენკოს... პერსონაჟები ზოგჯერ რეალური, ზოგჯერ კი ისე პლაკატურად განზოგადებულია, რომ სიმბოლოს ან რაიმე ნიშანს მოგვაგონებს. „რეალობა ჩანაცვლებულია რეალობის სიმბოლოებით“. ისინი ახალ მნიშვნელობას იძენს და მხატვრის მიერ შექმნილი ახალი სამყაროს კუთვნილება ხდება“, – ნათქვამია განცხადებაში.
ოლეგ ტიმჩენკოს გამოფენები, საქართველოს გარდა, მოეწყო აშშ–ში, ჰოლანდიაში, ჩეხეთში. ჯგუფურ გამოფენებში ის მონაწილეობდა რუსეთში, დიდ ბრიტანეთში, შვეიცარიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, მონტენეგროსა და უნგრეთში.
ოლეგ ტიმჩენკოს ნამუშევრები ინახება საქართველოს, რუსეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ავსტრიის, უნგრეთის მუზეუმებში და ასევე კერძო კოლექციებში მთელ მსოფლიოში.