„ქართული Disco“ - ცნობილი სიმღერის ჩვენეულმა ქავერმა TikTok-ი ააფეთქა

© AP Photo / Martin Meissnerტიკ-ტოკი
ტიკ-ტოკი - Sputnik საქართველო, 1920, 18.11.2023
გამოწერა
Georgia Disco-m 100 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა
თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. სიმღერა Italo Disco-ს ქართულმა ქავერმა სახელწოდებით Georgia Disco უკვე დაიპყრო TikTok-ის სივრცე და მსოფლიო ტრენდებში მოხვდა.
„ნიკოს ბენდის“ მიერ შესრულებული სიმღერა Georgia Disco, რომელიც იუმორისტულ შოუში გაჟღერდა, იმდენად მოეწონა TikTok-ის მომხმარებლებს, რომ გაჩნდა ჩელენჯი და ამ სიმღერაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უამრავმა ადამიანმა იცეკვა.
სიმღერამ 100 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა და ბევრ ენაზე ითარგმნა. უკვე ამ სიმღერის მუსიკალური ქავერებიც გაჩნდა.
თავად სიმღერა იუმორისტულია, მასში ნათქვამია იმაზე, რომ საქართველოში ჩამოდიან მსოფლიო ვარსკვლავები და ეს ძალიან კარგია, მაგრამ დროა ჩაირთოს ქართული დისკო, „აქ ხაჭაპური სჯობია პიცას“.
ყველა ახალი ამბავი
0