https://sputnik-georgia.com/20231118/pasportebs-sazgvarze-chipebit-sheamowmeben-284315782.html
ახალი პასპორტის პლუსები - საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთა გაუადვილდებათ
ახალი პასპორტის პლუსები - საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთა გაუადვილდებათ
Sputnik საქართველო
საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი არის მაღალტექნოლოგიური სამგზავრო დოკუმენტი, რომელიც დაცულია გაყალბებისაგან. 18.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-18T10:39+0400
2023-11-18T10:39+0400
2023-11-18T10:39+0400
საქართველო
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23854/94/238549453_0:59:2000:1184_1920x0_80_0_0_60b03ac17725a0410acc7f42e8572b15.jpg
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთა გაუადვილდებათ, რადგან მათი პასპორტები შემოწმდება მხოლოდ ჩიპებით, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.საქართველოში ბიომეტრიული პასპორტები 2010 წლის აპრილიდან გაიცემა. ბიომეტრიული პასპორტი ჩვეულებრივისგან განსხვავდება იმით, რომ მასში ჩადებულია სპეციალური ჩიპი, რომელიც შეიცავს დამატებით ინფორმაციას მფლობელის შესახებ. მაგალითად, თვალის ირისის ნახატი, თითის ანაბეჭდები, მოქალაქის საცხოვრებელი ადგილი და სხვა მონაცემები.მინისტრის თქმით, ელექტრონული ხელმოწერა, რომელიც გამოიყენება საქართველოში, სრულად შეესაბამება ევროკავშირის რეგულაციებს.ბოლო მონაცემებით, საქართველოში ბიომეტრიული პასპორტით ქვეყნის 1,7 მილიონამდე ადამიანი სარგებლობს.ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში ევროკავშირის ქვეყნებთან ბიომეტრიული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე. გრძელვადიანი, სამუშაო ან სასწავლო ვიზიტებისთვის საქართველოს მოქალაქეებს ვიზების მიღება სჭირდებათ.საქართველოს პასპორტი მსოფლიოს 105-ზე მეტ ქვეყანაში უვიზოდ მოგზაურობის საშუალებას იძლევა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23854/94/238549453_367:0:2000:1224_1920x0_80_0_0_9beba42eb23291c8cf8047bbc1b2039f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
ახალი პასპორტის პლუსები - საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთა გაუადვილდებათ
საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი არის მაღალტექნოლოგიური სამგზავრო დოკუმენტი, რომელიც დაცულია გაყალბებისაგან.
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთა გაუადვილდებათ, რადგან მათი პასპორტები შემოწმდება მხოლოდ ჩიპებით, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.
საქართველოში ბიომეტრიული პასპორტები 2010 წლის აპრილიდან გაიცემა. ბიომეტრიული პასპორტი ჩვეულებრივისგან განსხვავდება იმით, რომ მასში ჩადებულია სპეციალური ჩიპი, რომელიც შეიცავს დამატებით ინფორმაციას მფლობელის შესახებ. მაგალითად, თვალის ირისის ნახატი, თითის ანაბეჭდები, მოქალაქის საცხოვრებელი ადგილი და სხვა მონაცემები.
„წელს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO) პირველად გადასცა ბიომეტრიული პასპორტისა და პირადობის ელექტრონული მოწმობის უტყუარობის დამადასტურებელი ძირითადი სერტიფიკატები (CSCA), რაც საქართველოს მოქალაქეებს კიდევ უფრო გაუმარტივებს მგზავრობას და ქვეყნის პასპორტები საზღვარზე არა ჰოლოგრამებით, არამედ ჩიპით შემოწმდება", - განაცხადა ბრეგაძემ.
მინისტრის თქმით, ელექტრონული ხელმოწერა, რომელიც გამოიყენება საქართველოში, სრულად შეესაბამება ევროკავშირის რეგულაციებს.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ბიომეტრიული პასპორტით ქვეყნის 1,7 მილიონამდე ადამიანი სარგებლობს.
ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში ევროკავშირის ქვეყნებთან ბიომეტრიული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე. გრძელვადიანი, სამუშაო ან სასწავლო ვიზიტებისთვის საქართველოს მოქალაქეებს ვიზების მიღება სჭირდებათ.
საქართველოს პასპორტი მსოფლიოს 105-ზე მეტ ქვეყანაში უვიზოდ მოგზაურობის საშუალებას იძლევა.