https://sputnik-georgia.com/20231117/sveicaria-asrulebs-valdebulebas-rusetisa-da-saqartvelos-winase-284296784.html
შვეიცარია კვლავ ასრულებს თავის ვალდებულებას რუსეთისა და საქართველოს წინაშე
შვეიცარია კვლავ ასრულებს თავის ვალდებულებას რუსეთისა და საქართველოს წინაშე
Sputnik საქართველო
2008 წლის აგვისტოს ომისა და საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ ქვეყნებს შორის შუამავლის ფუნქციას შვეიცარია ასრულებს. 17.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-17T15:03+0400
2023-11-17T15:03+0400
2023-11-17T15:03+0400
შვეიცარია
საქართველო
რუსეთი
ქართულ–რუსული ურთიერთობები
პოლიტიკა
ახალი ამბები
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/11/284288754_0:0:3018:1698_1920x0_80_0_0_57ce225e4e315fd52e389e5323fd6b4f.jpg
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. მიუხედავად სანქციებისა, შვეიცარია 2009 წლის მანდატის თანახმად განაგრძობს თავისი მოვალეობების შესრულებას რუსეთთან და საქართველოსთან მიმართებით, წარმოადგენს რუსეთის ინტერესებს საქართველოში და პირიქით, ნათქვამია შვეიცარიის პარლამენტის ვებ-გვერდზე სენატის მართვის კომისიის მოხსენებაში. საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არის. საქართველომ ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. შვეიცარია რუსეთის ინტერესებს საქართველოში და საქართველოს ინტერესებს რუსეთში 2009 წლიდან წარმოადგენს. რუსეთსა და საქართველოს შორის ადმინისტრაციული, ტექნიკური და საკონსულო საკითხები 2009 წლიდან ორივე ქვეყნის უშუალო მონაწილეობით წყდება. უცხოური ინტერესების სექციები, რომლებშიც ორივე ქვეყნიდან თითოეულს თავისი პერსონალი ჰყავს წარმოდგენილი, შვეიცარიის დაცვის ქვეშ იმყოფება. დიალოგი საქართველოსა და რუსეთს შორის წარმოებს საერთაშორისო ჟენევის მოლაპარაკებებისა და რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრ გრიგორი კარასინს შორის შეხვედრების ფარგლებში.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
შვეიცარია
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/11/284288754_144:0:2873:2047_1920x0_80_0_0_b6adc54458b8f79720049dd569f9965f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შვეიცარია, საქართველო, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, პოლიტიკა, ახალი ამბები, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
შვეიცარია, საქართველო, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, პოლიტიკა, ახალი ამბები, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
შვეიცარია კვლავ ასრულებს თავის ვალდებულებას რუსეთისა და საქართველოს წინაშე
2008 წლის აგვისტოს ომისა და საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ ქვეყნებს შორის შუამავლის ფუნქციას შვეიცარია ასრულებს.
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. მიუხედავად სანქციებისა, შვეიცარია 2009 წლის მანდატის თანახმად განაგრძობს თავისი მოვალეობების შესრულებას რუსეთთან და საქართველოსთან მიმართებით, წარმოადგენს რუსეთის ინტერესებს საქართველოში და პირიქით, ნათქვამია შვეიცარიის პარლამენტის ვებ-გვერდზე სენატის მართვის კომისიის მოხსენებაში.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არის. საქართველომ ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. შვეიცარია რუსეთის ინტერესებს საქართველოში და საქართველოს ინტერესებს რუსეთში 2009 წლიდან წარმოადგენს.
„რაც შეეხება შესაძლო დიპლომატიურ შედეგებს (სანქციებს - რედ.) მანდატისთვის, რომელსაც შვეიცარია რუსეთსა და საქართველოს შორის ახორციელებს, DEFR-მა (ეკონომიკის სამინისტრო - რედ.) ინფორმაცია მიაწოდა კომისიას, რომ მანდატი შენარჩუნებულია ჩვეული პროცედურის შესაბამისად, და ამ მანდატის მიღებით შვეიცარიამ თავის თავზე აიღო ვალდებულება ორივე სახელმწიფოს მიმართ, რომელსაც ის კეთილსინდისიერად ასრულებს", - ნათქვამია დოკუმენტში.
რუსეთსა და საქართველოს შორის ადმინისტრაციული, ტექნიკური და საკონსულო საკითხები 2009 წლიდან ორივე ქვეყნის უშუალო მონაწილეობით წყდება. უცხოური ინტერესების სექციები, რომლებშიც ორივე ქვეყნიდან თითოეულს თავისი პერსონალი ჰყავს წარმოდგენილი, შვეიცარიის დაცვის ქვეშ იმყოფება.
დიალოგი საქართველოსა და რუსეთს შორის წარმოებს საერთაშორისო ჟენევის მოლაპარაკებებისა და რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრ გრიგორი კარასინს შორის შეხვედრების ფარგლებში.