https://sputnik-georgia.com/20231117/sisxlcaqceva-sesazloa-kibis-nisani-iyos-284289492.html
საშიში სისხლჩაქცევები სხეულის უჩვეულო ადგილებში: დასახელდა მძიმე დაავადების ნიშნები
საშიში სისხლჩაქცევები სხეულის უჩვეულო ადგილებში: დასახელდა მძიმე დაავადების ნიშნები
Sputnik საქართველო
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. კიბოს სიმპტომების ამოცნობის უნარი შეიძლება იყოს დაავადების წარმატებული მკურნალობის გასაღები მისი დროული დიაგნოსტიკის წყალობით... 17.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-17T14:50+0400
2023-11-17T14:50+0400
2023-11-17T14:50+0400
ექიმის რჩევები
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
ონკოლოგიური დაავადებები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/11/284289325_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_e0a7102779d3fd66dfb70bbdeffa44f8.jpg
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. კიბოს სიმპტომების ამოცნობის უნარი შეიძლება იყოს დაავადების წარმატებული მკურნალობის გასაღები მისი დროული დიაგნოსტიკის წყალობით, აცხადებენ ექიმები.სპეციალისტები იმ ნიშნებს შორის, რომლებიც შესაძლოა სხვადასხვა ტიპის კიბოს მაუწყებელი იყოს, ასახელებენ დაღლილობასა და წონის კლებას. თუმცა არანაკლებ ყურადღებას ამახვილებენ სისხლჩაქცევებზე, რომლებიც ზოგ შემთხვევაში დაჟეჟილობის ნიშანი კი არა, შესაძლოა, კიბოს სიმპტომი იყოს.ექიმების თქმით, ადამიანმა, უპირველეს ყოვლისა, ყურადღება უნდა მიაქციოს სისხლჩაქცევებს სხეულის უჩვეულო ადგილებში.როგორც ექსპერტები განმარტავენ, სისხლის კიბოთი დაავადებული ადამიანები იმიტომ არიან მიდრეკილნი სისხლჩაქცევებისკენ, რომ მათი ორგანიზმი არ გამოიმუშავებს საკმარის თრომბოციტებს — უჯრედებს, რომლებიც ადედებს სისხლს და წყვეტს სისხლდენას სისხლძარღვების დაზიანების დროს.დღეისათვის ექიმებისთვის ცნობილია 100-ზე მეტი სხვადასხვა სახის სისხლის კიბო და, მათი განმარტებით, სისხლჩაქცევებიც, რომლებიც ამ დაავადების დროს ჩნდება, ასევე განსხვავდება ერთმანეთისგან.თუ ორგანიზმში კიბოს განვითარება იწყება, სხეულზე შეიძლება გაჩნდეს:გარდა ამისა, ზოგ ადამიანს შეიძლება დაეწყოს ცხვირიდან ან ღრძილებიდან სისხლდენა, ან სისხლი გაჩნდეს განავალში.სხვა სიმპტომებისისხლის კიბოს შემთხვევაში, სისხლჩაქცევების გარდა, შეიძლება გამოვლინდეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა:ექიმები აცხადებენ, რომ სისხლის კიბო შეიძლება გაჩნდეს ნებისმიერ ასაკში, მაგრამ ამ დაავადების რისკი განსაკუთრებით მნიშვნელოვნად იზრდება 50 წლის შემდეგ. ზოგ შემთხვევაში დაავადების სიმპტომები ნელი განვითარებით ხასიათდება და შეიძლება წლები დასჭირდეს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/11/284289325_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_669c35b1ca61be50061f34db7091d18e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ექიმის რჩევები, მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ონკოლოგიური დაავადებები
ექიმის რჩევები, მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ონკოლოგიური დაავადებები
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. კიბოს სიმპტომების ამოცნობის უნარი შეიძლება იყოს დაავადების წარმატებული მკურნალობის გასაღები მისი დროული დიაგნოსტიკის წყალობით, აცხადებენ ექიმები.
სპეციალისტები იმ ნიშნებს შორის, რომლებიც შესაძლოა სხვადასხვა ტიპის კიბოს მაუწყებელი იყოს, ასახელებენ დაღლილობასა და წონის კლებას. თუმცა არანაკლებ ყურადღებას ამახვილებენ სისხლჩაქცევებზე, რომლებიც ზოგ შემთხვევაში დაჟეჟილობის ნიშანი კი არა, შესაძლოა, კიბოს სიმპტომი იყოს.
ექიმების თქმით, ადამიანმა, უპირველეს ყოვლისა, ყურადღება უნდა მიაქციოს სისხლჩაქცევებს სხეულის უჩვეულო ადგილებში.
„ფეხზე სისხლჩაქცევა, თუ ის ავეჯს მიარტყით, სრულიად ნორმალურია. მაგრამ დიდი რაოდენობით სისხლჩაქცევების უეცარი გაჩენა სხეულის უჩვეულო ადგილებში, რომლებიც არაფერზე მიგირტყამთ, შეიძლება სისხლის კიბოს სხვადასხვა ტიპზე მიუთითებდეს“, — აცხადებენ კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერები.
როგორც ექსპერტები განმარტავენ, სისხლის კიბოთი დაავადებული ადამიანები იმიტომ არიან მიდრეკილნი სისხლჩაქცევებისკენ, რომ მათი ორგანიზმი არ გამოიმუშავებს საკმარის თრომბოციტებს — უჯრედებს, რომლებიც ადედებს სისხლს და წყვეტს სისხლდენას სისხლძარღვების დაზიანების დროს.
დღეისათვის ექიმებისთვის ცნობილია 100-ზე მეტი სხვადასხვა სახის სისხლის კიბო და, მათი განმარტებით, სისხლჩაქცევებიც, რომლებიც ამ დაავადების დროს ჩნდება, ასევე განსხვავდება ერთმანეთისგან.
თუ ორგანიზმში კიბოს განვითარება იწყება, სხეულზე შეიძლება გაჩნდეს:
ჰეპატომები — სისხლჩაქცევების ტიპი, როდესაც დამახასიათებელი ფერის შეშუპება ჩნდება;
პეტექია
— მრავლობითი წვრილი წითელი ლაქები, გამონაყარის მსგავსი;
უჩვეულოდ დიდი სისხლჩაქცევები, რომლებიც ჩვეულებრივზე უფრო სერიოზულს ჰგავს.
გარდა ამისა, ზოგ ადამიანს შეიძლება დაეწყოს ცხვირიდან ან ღრძილებიდან სისხლდენა, ან სისხლი გაჩნდეს განავალში.
სისხლის კიბოს შემთხვევაში, სისხლჩაქცევების გარდა, შეიძლება გამოვლინდეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა:
ლიმფური კვანძების შეშუპება,
ექიმები აცხადებენ, რომ სისხლის კიბო შეიძლება გაჩნდეს ნებისმიერ ასაკში, მაგრამ ამ დაავადების რისკი განსაკუთრებით მნიშვნელოვნად იზრდება 50 წლის შემდეგ. ზოგ შემთხვევაში დაავადების სიმპტომები ნელი განვითარებით ხასიათდება და შეიძლება წლები დასჭირდეს.