საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს

© Parliament of Georgiaპარლამენტის დეპუტატები
პარლამენტის დეპუტატები - Sputnik საქართველო, 1920, 17.11.2023
გამოწერა
НовостиTelegram
ოპოზიციიდან ერთადერთი სპიკერია ავთანდილ ენუქიძე
თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ შემადგენლობიდან პარლამენტის თავმჯდომარის ორი ახალი მოადგილე დაამტკიცა.
ახალი ვიცე-სპიკერები დეპუტატები ირაკლი ჩიქოვანი და გიორგი კახიანი გახდნენ.
ახალი ვიცე-სპიკერების დანიშვნა შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც ამოქმედდა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შესული ცვლილებები, რომლებიც ითვალისწინებს ვიცე-სპიკერების ჯამური რაოდენობის გაზრდას ხუთიდან შვიდ კაცამდე - პირველი ვიცე-სპიკერი და სამ-სამი ვიცე-სპიკერი უმრავლესობიდან და ოპოზიციიდან.
საკუთარ კეთილდღეობას ღარიბებს არავინ ანდობს - დეპუტატი ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით >>
დღეისათვის პარლამენტის სპიკერატში მხოლოდ უმრავლესობის კვოტაა შევსებული. ოპოზიციიდან ერთადერთი სპიკერია პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატი ავთანდილ ენუქიძე.
რაც შეეხება პარლამენტის ერთადერთ ოპოზიციურ ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“, ვიცე-სპიკერის ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურას მმართველი პარტია პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველზე ბლოკავს. ოპოზიციიდან მესამე ვიცე-სპიკერის კანდიდატურა ჯერ არ არის წარდგენილი.
ყველა ახალი ამბავი
0