https://sputnik-georgia.com/20231117/sandus-zarlma-van-der-belens-ikbina-284290553.html
მოლდოვის პრეზიდენტის ძაღლმა ავსტრიის პრეზიდენტს უკბინა - ფოტო
მოლდოვის პრეზიდენტის ძაღლმა ავსტრიის პრეზიდენტს უკბინა - ფოტო
Sputnik საქართველო
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. მოლდავეთის პრეზიდენტ მაია სანდუს ძაღლმა ავსტრიის პრეზიდენტ ალექსანდერ ვან დერ ბელენს უკბინა, წერს გაზეთი Exxpress. 17.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-17T15:17+0400
2023-11-17T15:17+0400
2023-11-17T15:17+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
შემთხვევები
მოლდოვა
ავსტრია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23424/60/234246050_0:0:2049:1153_1920x0_80_0_0_d6a1e3f25ca68218be10091a3c620fba.jpg
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. მოლდავეთის პრეზიდენტ მაია სანდუს ძაღლმა ავსტრიის პრეზიდენტ ალექსანდერ ვან დერ ბელენს უკბინა, წერს გაზეთი Exxpress.გავრცელებული ინფორმაციით, ავსტრიის პრეზიდენტი კიშინიოვში ხუთშაბათს ჩავიდა სამუშაო ვიზიტით. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც სანდუ და ვან დერ ბელენი მოლდოვის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის ეზოში სეირნობდნენ. ვან დერ ბელენმა სცადა, ძაღლისთვის თავზე ხელი გადაესვა, მაგრამ მან უკბინა.მაია სანდუმ მომხდარისთვის მაშინვე ბოდიში მოიხადა და განმარტა, რომ ძაღლი ხალხმრავლობამ დააფრთხო და ამიტომ ასეთი ფორმით დაიცვა თავი.ექიმებმა ვან დერ ბელენს ხელი დაუმუშავეს და პლასტირით შეუხვიეს. ავსტრიის ლიდერი , რომელსაც თავადაც ჰყავს მეტისი ძაღლი სახელად იული, თავს კარგად გრძნობს.სანდუს ძაღლი სახელმწიფოთა ლიდერების ერთადერთი შინაური ცხოველი არ არის, რომელიც მსგავსი ინციდენტის მონაწილე გახდა. მაგალითად, ჯო ბაიდენის ძაღლმა კომანდერმა, New York Post-ის ცნობით, აშშ-ის საიდუმლო სამსახურის შვიდი აგენტი დაკბინა, რომელთაგან ერთი საავადმყოფოშიც კი გადაიყვანეს.
მოლდოვა
ავსტრია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23424/60/234246050_0:0:1707:1280_1920x0_80_0_0_8e59c07753454100b338c863330d779e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, შემთხვევები, მოლდოვა, ავსტრია
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, შემთხვევები, მოლდოვა, ავსტრია
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. მოლდავეთის პრეზიდენტ მაია სანდუს ძაღლმა ავსტრიის პრეზიდენტ ალექსანდერ ვან დერ ბელენს უკბინა, წერს გაზეთი
Exxpress.
გავრცელებული ინფორმაციით, ავსტრიის პრეზიდენტი კიშინიოვში ხუთშაბათს ჩავიდა სამუშაო ვიზიტით. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც სანდუ და ვან დერ ბელენი მოლდოვის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის ეზოში სეირნობდნენ. ვან დერ ბელენმა სცადა, ძაღლისთვის თავზე ხელი გადაესვა, მაგრამ მან უკბინა.
მაია სანდუმ მომხდარისთვის მაშინვე ბოდიში მოიხადა და განმარტა, რომ ძაღლი ხალხმრავლობამ დააფრთხო და ამიტომ ასეთი ფორმით დაიცვა თავი.
ექიმებმა ვან დერ ბელენს ხელი დაუმუშავეს და პლასტირით შეუხვიეს. ავსტრიის ლიდერი , რომელსაც თავადაც ჰყავს მეტისი ძაღლი სახელად იული, თავს კარგად გრძნობს.
სანდუს ძაღლი სახელმწიფოთა ლიდერების ერთადერთი შინაური ცხოველი არ არის, რომელიც მსგავსი ინციდენტის მონაწილე გახდა. მაგალითად, ჯო ბაიდენის ძაღლმა კომანდერმა, New York Post-ის ცნობით, აშშ-ის საიდუმლო სამსახურის შვიდი აგენტი დაკბინა, რომელთაგან ერთი საავადმყოფოშიც კი გადაიყვანეს.