https://sputnik-georgia.com/20231117/rusuli-samoqalaqo-aviacia-284284289.html
მიმოხილვა: რუსული შორეული ავიაციის „სამი სპილო"
მიმოხილვა: რუსული შორეული ავიაციის „სამი სპილო"
Sputnik საქართველო
რუსეთში ფართოფუზელაჟიანი შორი მაგისტრალის თვითმფრინავების წარმოების აღორძინება ტექნოლოგიურ სუვერენიტეტს ადასტურებს და ქვეყანაში სამოქალაქო ავიაციის ახალ ეპოქას... 17.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-17T11:27+0400
2023-11-17T11:27+0400
2023-11-17T11:27+0400
ანალიტიკა
მიმოხილვები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/11/284277726_0:119:1600:1020_1920x0_80_0_0_561a898afaae88630e84f5b94376ba8f.jpg
რუსეთში ფართოფუზელაჟიანი შორი მაგისტრალის თვითმფრინავების წარმოების აღორძინება ტექნოლოგიურ სუვერენიტეტს ადასტურებს და ქვეყანაში სამოქალაქო ავიაციის ახალ ეპოქას ხსნის.15 ნოემბერს რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა ვიტალი საველიევმა განაცხადა, რომ რუსეთს აქვს ყველა საჭირო რესურსი ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით ზებგერითი სამგზავრო თვითმფრინავ Tu-144-ის შესაქმნელად. ქვეყანას მართლაც აქვს ყველა კომპეტენცია, კვლევითი და საწარმოო ბაზა და მსოფლიოში ყველაზე დიდი ტერიტორია, რომელიც ზებგერითი სამოქალაქო ავიაციის განვითარებას მოითხოვს.ავიასალონზე Dubai Airshow-2023 რუსულმა ღრმად მოდერნიზებულმა მძიმე სატრანსპორტო თვითმფრინავმა ილ-76MD-90A-მ, რომელსაც 60 ტონამდე სასარგებლო ტვირთისა და ადამიანების გადაყვანა შეუძლია საათში 800 კმ სიჩქარით 5000 კმ-მდე მანძილზე, სპეციალისტების დიდი ინტერესი გამოიწვია.გაძლიერებული ფრთა და მოდერნიზებული შასები გაუმართავ აეროდრომებსა და ასაფრენ ბილიკებზე ავტონომიური ბაზირების საშუალებას აძლევს მას. მიმდინარეობს მოლაპარაკებები ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებისთვის 50-მდე ილ-76MD-90A-ის მიყიდვის თაობაზე.ცოტა უფრო ადრე, 1 ნოემბერს, ვორონეჟის საავიაციო ქარხანაში აგებულმა ფართოფუზელაჟიანმა ილ-96-400M-მა პირველი ფრენა განახორციელა. ამ თვითმფრინავს 40 ტონა ტვირთის ან 400 მგზავრის 8100 კმ მანძილზე საათში 850 კმ სიჩქარით შეუძლია. მისი მაქსიმალური სასარგებლო დატვირთვა 58 ტონაა.ამ კლასის თვითმფრინავებს მსოფლიოში მხოლოდ ევროპული კორპორაცია Airbus და ამერიკული კომპანია Boeing აგებს. სახელმწიფო კორპორაცია „რისტექის“ გენერალურმა დირექტორმა სერგეი ჩემეზოვმა ხაზგასმით აღნიშნა: „ილ-96-400M-ის პროგრამა რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით დაიწყო. თვითმფრინავი უზრუნველყოფს ტვირთების საჰაერო გადაზიდვას, ასევე ტრანსპორტირების ხელმისაწვდომობას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში“.უსწრებს „ბოინგსა“ და „კონკორდს“მსოფლიოში პირველი სამგზავრო ლაინერის შექმნა, რომელსაც 2000 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით ფრენა შეუძლია, იყო სსრკ-ის გლობალურ ტექნოლოგიურ რბოლაში გამარჯვების ნიშანი. Tu-144-მა ბგერის ბარიერი პირველად 1969 წლის 5 ივნისს გაარღვია 11000 მეტრ სიმაღლეზე. ბრიტანულ-ფრანგულმა Concorde-მა ზებგერითი სიჩქარე რამდენიმე თვის შემდეგ დაძლია.ექსპერიმენტულმა ტუ-144-მა 1970 წლის მაისში დაძლია 16300 მეტრის სიმაღლეზე 2 მახის (2150 კმ/სთ) სიჩქარე. ვორონეჟის საავიაციო ქარხანაში აგებული სერიული ზებგერითი თვითმფრინავები დაფრინავდნენ ალმა-ატაში, ბერლინში, ვარშავაში, პარიზში, პრაღაში, სოფიასა და ხაბაროვსკში.სულ მხოლოდ 16 თვითმფრინავი აიგო. Tu-144-ის წარმოება 1981 წელს შეწყდა სხვადასხვა მიზეზის, მათ შორის ექსპლუატაციის მაღალი ღირებულების გამო. და მაინც, Tu-144-ის შექმნის გამოცდილება მოგვიანებით გამოდგა მძიმე ზებგერითი თვითმფრინავების — Tu-22M-ისა და Tu-160-ის შემუშავებაში, რაც დღემდე ეფექტურად აძლიერებს რუსეთის თავდაცვის შესაძლებლობებს.გარდა ამისა, ამერიკულმა კომპანიამ Boeing და ტუპოლევის ქარხანამ 1999 წელს წარმატებით დაასრულეს Tu-144LL-ზე ერთობლივი კვლევითი პროგრამა პერსპექტიული ზებგერითი სამგზავრო თვითმფრინავის შესაქმნელად.რუსეთს არ დაუკარგავს საავიაციო ინდუსტრიის მაღალტექნოლოგიური პოტენციალი, რომელიც დღეს ხელს უწყობს თავდაცვისუნარიანობისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცებას, ხვალ კი „სამოქალაქო ზებგერითის“ ახალი საზღვრების მიღწევას უზრუნველყოფს, და საგრძნობლად დააჩქარებს მსოფლიოს უდიდესი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, რომლის სიგრძე აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით 9000 კმ-ზე მეტია, ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით კი — 4000 კმ-ზე მეტი.აშკარაა დასავლეთის საავიაციო ინდუსტრიის სტრატეგიული დამოკიდებულება რუსეთზე, რომელსაც უზარმაზარი რესურსები აქვს. შეგახსენებთ, რომ რუსული VSMPO-Avisma ტიტანის მარაგების მესამედს აწვდის Boeing-ს, 60%-მდე კი — Airbus Corporation-ს. ევროკავშირი არ არის მზად რუსული ტიტანის დათმობისთვის, ანტირუსული სანქციების ფარგლებშიც კი. რუსული ტექნოლოგიები და რესურსები ობიექტურად იძლევა მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/11/284277726_47:0:1470:1067_1920x0_80_0_0_b92eb1983fee93ee82ae7d34ac7aa23a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ანალიტიკა, მიმოხილვები
რუსეთში ფართოფუზელაჟიანი შორი მაგისტრალის თვითმფრინავების წარმოების აღორძინება ტექნოლოგიურ სუვერენიტეტს ადასტურებს და ქვეყანაში სამოქალაქო ავიაციის ახალ ეპოქას ხსნის.
15 ნოემბერს რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა ვიტალი საველიევმა განაცხადა, რომ რუსეთს აქვს ყველა საჭირო რესურსი ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით ზებგერითი სამგზავრო თვითმფრინავ Tu-144-ის შესაქმნელად. ქვეყანას მართლაც აქვს ყველა კომპეტენცია, კვლევითი და საწარმოო ბაზა და მსოფლიოში ყველაზე დიდი ტერიტორია, რომელიც ზებგერითი სამოქალაქო ავიაციის განვითარებას მოითხოვს.
ავიასალონზე Dubai Airshow-2023 რუსულმა ღრმად მოდერნიზებულმა მძიმე სატრანსპორტო თვითმფრინავმა ილ-76MD-90A-მ, რომელსაც 60 ტონამდე სასარგებლო ტვირთისა და ადამიანების გადაყვანა შეუძლია საათში 800 კმ სიჩქარით 5000 კმ-მდე მანძილზე, სპეციალისტების დიდი ინტერესი გამოიწვია.
გაძლიერებული ფრთა და მოდერნიზებული შასები გაუმართავ აეროდრომებსა და ასაფრენ ბილიკებზე ავტონომიური ბაზირების საშუალებას აძლევს მას. მიმდინარეობს მოლაპარაკებები ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებისთვის 50-მდე ილ-76MD-90A-ის მიყიდვის თაობაზე.
ცოტა უფრო ადრე, 1 ნოემბერს, ვორონეჟის საავიაციო ქარხანაში აგებულმა ფართოფუზელაჟიანმა ილ-96-400M-მა პირველი ფრენა განახორციელა. ამ თვითმფრინავს 40 ტონა ტვირთის ან 400 მგზავრის 8100 კმ მანძილზე საათში 850 კმ სიჩქარით შეუძლია. მისი მაქსიმალური სასარგებლო დატვირთვა 58 ტონაა.
ამ კლასის თვითმფრინავებს მსოფლიოში მხოლოდ ევროპული კორპორაცია Airbus და ამერიკული კომპანია Boeing აგებს. სახელმწიფო კორპორაცია „რისტექის“ გენერალურმა დირექტორმა სერგეი ჩემეზოვმა ხაზგასმით აღნიშნა: „ილ-96-400M-ის პროგრამა რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით დაიწყო. თვითმფრინავი უზრუნველყოფს ტვირთების საჰაერო გადაზიდვას, ასევე ტრანსპორტირების ხელმისაწვდომობას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში“.
უსწრებს „ბოინგსა“ და „კონკორდს“
მსოფლიოში პირველი სამგზავრო ლაინერის შექმნა, რომელსაც 2000 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით ფრენა შეუძლია, იყო სსრკ-ის გლობალურ ტექნოლოგიურ რბოლაში გამარჯვების ნიშანი. Tu-144-მა ბგერის ბარიერი პირველად 1969 წლის 5 ივნისს გაარღვია 11000 მეტრ სიმაღლეზე. ბრიტანულ-ფრანგულმა Concorde-მა ზებგერითი სიჩქარე რამდენიმე თვის შემდეგ დაძლია.
ექსპერიმენტულმა ტუ-144-მა 1970 წლის მაისში დაძლია 16300 მეტრის სიმაღლეზე 2 მახის (2150 კმ/სთ) სიჩქარე. ვორონეჟის საავიაციო ქარხანაში აგებული სერიული ზებგერითი თვითმფრინავები დაფრინავდნენ ალმა-ატაში, ბერლინში, ვარშავაში, პარიზში, პრაღაში, სოფიასა და ხაბაროვსკში.
სულ მხოლოდ 16 თვითმფრინავი აიგო. Tu-144-ის წარმოება 1981 წელს შეწყდა სხვადასხვა მიზეზის, მათ შორის ექსპლუატაციის მაღალი ღირებულების გამო. და მაინც, Tu-144-ის შექმნის გამოცდილება მოგვიანებით გამოდგა მძიმე ზებგერითი თვითმფრინავების — Tu-22M-ისა და Tu-160-ის შემუშავებაში, რაც დღემდე ეფექტურად აძლიერებს რუსეთის თავდაცვის შესაძლებლობებს.
გარდა ამისა, ამერიკულმა კომპანიამ Boeing და ტუპოლევის ქარხანამ 1999 წელს წარმატებით დაასრულეს Tu-144LL-ზე ერთობლივი კვლევითი პროგრამა პერსპექტიული ზებგერითი სამგზავრო თვითმფრინავის შესაქმნელად.
რუსეთს არ დაუკარგავს საავიაციო ინდუსტრიის მაღალტექნოლოგიური პოტენციალი, რომელიც დღეს ხელს უწყობს თავდაცვისუნარიანობისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცებას, ხვალ კი „სამოქალაქო ზებგერითის“ ახალი საზღვრების მიღწევას უზრუნველყოფს, და საგრძნობლად დააჩქარებს მსოფლიოს უდიდესი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, რომლის სიგრძე აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით 9000 კმ-ზე მეტია, ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით კი — 4000 კმ-ზე მეტი.
აშკარაა დასავლეთის საავიაციო ინდუსტრიის სტრატეგიული დამოკიდებულება რუსეთზე, რომელსაც უზარმაზარი რესურსები აქვს. შეგახსენებთ, რომ რუსული VSMPO-Avisma ტიტანის მარაგების მესამედს აწვდის Boeing-ს, 60%-მდე კი — Airbus Corporation-ს. ევროკავშირი არ არის მზად რუსული ტიტანის დათმობისთვის, ანტირუსული სანქციების ფარგლებშიც კი. რუსული ტექნოლოგიები და რესურსები ობიექტურად იძლევა მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე