https://sputnik-georgia.com/20231117/qveynis-masstabit-saqmiani-ezoebis-mowyoba-grzeldeba-284290394.html
ქვეყნის მასშტაბით „საქმიანი ეზოების" მოწყობა გრძელდება
ქვეყნის მასშტაბით „საქმიანი ეზოების" მოწყობა გრძელდება
Sputnik საქართველო
„საქმიანი ეზოებიდან" მოსახლეობა შეშის, სამასალე მერქნის შეძენას შეძლებს. 17.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-17T14:28+0400
2023-11-17T14:28+0400
2023-11-17T14:28+0400
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
ახალი ამბები
საქართველოს რეგიონები
საქართველო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1f/283828153_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_21d21b9b90cc8a381f839522b3cda054.jpg
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. წლის ბოლომდე კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და გურიის რეგიონებში 17 ახალი „საქმიანი ეზო" მოეწყობა, იუწყება ეროვნული სატყეო სააგენტო. ქვეყნის მასშტაბით „საქმიანი ეზოების" მოწყობა ხეტყის დამზადებისა და მიწოდების ერთაინი გამართული სისტემის დანერგვის მიზნით, მიმდინარეობს. დღეის მდგომარეობით, ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ 40 „საქმიანი ეზოა" მოწყობილი. მისი თქმით, „საქმიანი ეზოებიდან" მოსახლეობა შეძლებს საშეშე, ასევე სამასალე მერქნის შეძენას უკვე დამზადებული პროდუქტის სახით, ადამიანებს არ მოუწევთ ამისთვის საკუთარი რესურსების მოძიება და ტყეში საფრთხის შემცველი საქმიანობის წარმოება, აღნიშნა ცერცვაძემ.ეროვნულ სატყეო სააგენტოს აღებული აქვს პასუხისმგებლობა, მოსახლეობა უზრუნველყოს ორგანიზებული ტყითსარგებლობის შედეგად მოპოვებული საშეშე მერქნით. სააგენტოს დაწყებული აქვს მუშაობა ახალი სერვისების დანერგვაზე, რაც საშუალებას მისცემს მოსახლეობას, გამარტივებულად შეიძინოს სათბობი შეშა და ისარგებლოს ტრანსპორტირების მომსახურებითაც. წლის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით 60-მდე „საქმიანი ეზო" მოეწყობა>>კლიმატის მწვანე ფონდის, გერმანიის, შვეიცარიისა და საქართველოს მთავრობების თანადაფინანსებით, საქართველოს ტყის სექტორის მხარდაჭერის პროექტი - ECO.Georgia დაიწყო, რომლის ერთ-ერთი მთავარი განმახორციელებელია ეროვნული სატყეო სააგენტო. პროექტი მომდევნო 5 წლის განმავლობაში მოიცავს 8 სამიზნე მუნიციპალიტეტს საქართველოს 3 რეგიონში და მიზნად ისახავს საქართვლოს ტყეებზე ზეწოლის შემცირებას ტყის მდგრადი მართვისთვის საჭირო ყველა ღონისძიების განხორციელების გზით.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1f/283828153_0:0:1280:961_1920x0_80_0_0_1dc21c095c2f6c75466d244417358e91.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გარემოს დაცვა და ეკოლოგია, ახალი ამბები, საქართველოს რეგიონები, საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია, ახალი ამბები, საქართველოს რეგიონები, საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ქვეყნის მასშტაბით „საქმიანი ეზოების" მოწყობა გრძელდება
„საქმიანი ეზოებიდან" მოსახლეობა შეშის, სამასალე მერქნის შეძენას შეძლებს.
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. წლის ბოლომდე კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და გურიის რეგიონებში 17 ახალი „საქმიანი ეზო" მოეწყობა, იუწყება ეროვნული სატყეო სააგენტო.
ქვეყნის მასშტაბით „საქმიანი ეზოების" მოწყობა ხეტყის დამზადებისა და მიწოდების ერთაინი გამართული სისტემის დანერგვის მიზნით, მიმდინარეობს. დღეის მდგომარეობით, ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ 40 „საქმიანი ეზოა" მოწყობილი.
„გეგმის მიხედვით, „საქმიანი ეზო" ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყობა და შესაბამისი ადამიანური და ტექნიკური რესურსებით აღიჭურვება. ჩვენ შევისყიდეთ სპეციალური დანიშნულების ტექნიკაც", - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგნტოს უფროსმა კახა ცერცვაძემ.
მისი თქმით, „საქმიანი ეზოებიდან" მოსახლეობა შეძლებს საშეშე, ასევე სამასალე მერქნის შეძენას უკვე დამზადებული პროდუქტის სახით, ადამიანებს არ მოუწევთ ამისთვის საკუთარი რესურსების მოძიება და ტყეში საფრთხის შემცველი საქმიანობის წარმოება, აღნიშნა ცერცვაძემ.
ეროვნულ სატყეო სააგენტოს აღებული აქვს პასუხისმგებლობა, მოსახლეობა უზრუნველყოს ორგანიზებული ტყითსარგებლობის შედეგად მოპოვებული საშეშე მერქნით. სააგენტოს დაწყებული აქვს მუშაობა ახალი სერვისების დანერგვაზე, რაც საშუალებას მისცემს მოსახლეობას, გამარტივებულად შეიძინოს სათბობი შეშა და ისარგებლოს ტრანსპორტირების მომსახურებითაც.
კლიმატის მწვანე ფონდის, გერმანიის, შვეიცარიისა და საქართველოს მთავრობების თანადაფინანსებით, საქართველოს ტყის სექტორის მხარდაჭერის პროექტი - ECO.Georgia დაიწყო, რომლის ერთ-ერთი მთავარი განმახორციელებელია ეროვნული სატყეო სააგენტო.
პროექტი მომდევნო 5 წლის განმავლობაში მოიცავს 8 სამიზნე მუნიციპალიტეტს საქართველოს 3 რეგიონში და მიზნად ისახავს საქართვლოს ტყეებზე ზეწოლის შემცირებას ტყის მდგრადი მართვისთვის საჭირო ყველა ღონისძიების განხორციელების გზით.