https://sputnik-georgia.com/20231117/meti-golivudi-saqartveloshi-tbilisshi-memorandums-xeli-moaweres-284306562.html
მეტი ჰოლივუდი საქართველოში: მინისტრის მოადგილე ქვეყანაში კინოინდუსტრიის განვითარებაზე
მეტი ჰოლივუდი საქართველოში: მინისტრის მოადგილე ქვეყანაში კინოინდუსტრიის განვითარებაზე
Sputnik საქართველო
ჰოლივუდის სტუდიებსა და დამოუკიდებელ პროდიუსერებს საქართველოში გადაღებისთვის ხელსაყრელ პირობებს შესთავაზებენ 17.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-17T18:51+0400
2023-11-17T18:51+0400
2023-11-17T18:51+0400
საქართველო
აშშ
კულტურა საქართველოში
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/10/284262084_527:636:1553:1213_1920x0_80_0_0_af7a802a864d855cbdb06c0c6c0d17af.jpg
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. ახალი ქართულ-ამერიკული ერთობლივი საწარმო WonderSilk Studios (WSS) ჰოლივუდის სტუდიებს საქართველოში ფილმების გადაღებას შესთავაზებს, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.საქართველოში ერთობლივი საწარმოს - WonderSilk Studios (WSS) დაარსების შესახებ მემორანდუმს, რომელიც კინოწარმოებისა და კინოს დაფინანსების სფეროში იმუშავებს, თბილისში ხელი მოაწერეს ეკონომიკის სამინისტრომ, ქართულმა საინვესტიციო კომპანია Silk Road Group-მა, ამერიკულმა კინოსტუდიამ WonderHill Studios და ამერიკულმა საინვესტიციო და საკონსულტაციო კომპანია ESTech-მა.პარტნიორობის მიზანია შესთავაზოს ჰოლივუდის სტუდიებსა და დამოუკიდებელ პროდიუსერებს ადგილობრივი სივრცეების, საგადასახადო შეღავათების, პერსონალის და სხვა ადგილობრივი რესურსის გამოყენების მკაფიო და მოწესრიგებული სქემა.2023-2024 წლების განმავლობაში ერთობლივი საწარმო WSS გეგმავს საქართველოსა და ყაზახეთში 200 მლნ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების კინოპროექტების შემოტანას.ნადარეიშვილის თქმით, ეკონომიკის სამინისტრო ექვსი წელია აქტიურადაა ჩართული კინოინდუსტრიის განვითარებაში.მისი თქმით, საქართველო ყველა საერთაშორისო პროფილურ გამოფენაზეა წარმოდგენილი, და ქართველ პროდიუსერებს აქვთ შესაძლებლობა, ესაუბრონ საერთაშორისო კომპანიებს იმის შესახებ, რატომ შეიძლება იყოს საქართველოში საინტერესო და მომგებიანი ფილმის გადაღება.Silk Road Group — საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესო კერძო კომპანიაა, სადაც 5 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული. კომპანია ოთხ ძირითად სექტორში ოპერირებს: უძრავი ქონება, ტელეკომუნიკაციები, ენერგეტიკა და ტრანსპორტი.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/10/284262084_509:560:1550:1341_1920x0_80_0_0_07fdeff4910e4e38fce6130fb1745cde.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აშშ , კულტურა საქართველოში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, აშშ , კულტურა საქართველოში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
მეტი ჰოლივუდი საქართველოში: მინისტრის მოადგილე ქვეყანაში კინოინდუსტრიის განვითარებაზე
ჰოლივუდის სტუდიებსა და დამოუკიდებელ პროდიუსერებს საქართველოში გადაღებისთვის ხელსაყრელ პირობებს შესთავაზებენ
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. ახალი ქართულ-ამერიკული ერთობლივი საწარმო WonderSilk Studios (WSS) ჰოლივუდის სტუდიებს საქართველოში ფილმების გადაღებას შესთავაზებს, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოში ერთობლივი საწარმოს - WonderSilk Studios (WSS) დაარსების შესახებ მემორანდუმს, რომელიც კინოწარმოებისა და კინოს დაფინანსების სფეროში იმუშავებს, თბილისში ხელი მოაწერეს ეკონომიკის სამინისტრომ, ქართულმა საინვესტიციო კომპანია Silk Road Group-მა, ამერიკულმა კინოსტუდიამ WonderHill Studios და ამერიკულმა საინვესტიციო და საკონსულტაციო კომპანია ESTech-მა.
„კინოინდუსტრია ის დარგია, სადაც წარმატების საუკეთესო მოდელი დამყარებულია საჯარო - კერძო პარტნიორობაზე. ვფიქრობ, რომ ერთი მხრივ, წამყვანი ქართული და ამერიკული კომპანიების, მეორე მხრივ კი ეკონომიკის სამინისტროს მონაწილეობა ამ პროექტში მოგვცემს წარმატების ფორმულას. ამ შემთხვევაში, წარმატება იქნება ის, რომ გვქონდეს მეტი საქართველო ჰოლივუდში და მეტი ჰოლივუდი - საქართველოში", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა.
პარტნიორობის მიზანია შესთავაზოს ჰოლივუდის სტუდიებსა და დამოუკიდებელ პროდიუსერებს ადგილობრივი სივრცეების, საგადასახადო შეღავათების, პერსონალის და სხვა ადგილობრივი რესურსის გამოყენების მკაფიო და მოწესრიგებული სქემა.
2023-2024 წლების განმავლობაში ერთობლივი საწარმო WSS გეგმავს საქართველოსა და ყაზახეთში 200 მლნ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების კინოპროექტების შემოტანას.
ნადარეიშვილის თქმით, ეკონომიკის სამინისტრო ექვსი წელია აქტიურადაა ჩართული კინოინდუსტრიის განვითარებაში.
„სააგენტო „აწარმოე საქართველოში" ბაზაზე ჩვენ შექმენით სხვადასხვა ტიპის პროგრამები - ამ პორტფელში 40-ზე მეტი ფილმია, ათეულობით მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა და შეიქმნა ასობით სამუშაო ადგილი. ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, რომ ადგილობრივ საპროდიუსერო კომპანიებს საერთაშორისო ბაზრებზე ჰქონდეთ წვდომა", - განაცხადა ნადარეიშვილმა.
მისი თქმით, საქართველო ყველა საერთაშორისო პროფილურ გამოფენაზეა წარმოდგენილი, და ქართველ პროდიუსერებს აქვთ შესაძლებლობა, ესაუბრონ საერთაშორისო კომპანიებს იმის შესახებ, რატომ შეიძლება იყოს საქართველოში საინტერესო და მომგებიანი ფილმის გადაღება.
Silk Road Group — საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესო კერძო კომპანიაა, სადაც 5 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული. კომპანია ოთხ ძირითად სექტორში ოპერირებს: უძრავი ქონება, ტელეკომუნიკაციები, ენერგეტიკა და ტრანსპორტი.