იუსტიციის სახლში სამართლის ისტორიის მუზეუმი გაიხსნება

© photo: Sputnik / Stringerიუსტიციის სახლი
იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო, 1920, 17.11.2023
გამოწერა
ეს იქნება უნიკალური მუზეუმი, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს, განაცხადა იუსტიციი მინისტრმა.
თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. იუსტიციის სახლში სამართლის ისტორიის ჰოლოგრამული მუზეუმის გახსნა იგეგმება, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში.
პარასკევს ბრეგაძე საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრთა საათის“ ფორმატში გამოდის და დეპუტატებს გაწეული სამუშაოს შედეგებს აცნობს.
„სულ ცოტა ხანში ჩვენ გავხსნით იუსტიციის სახლში სამართლის ისტორიის ჰოლოგრამულ მუზეუმს, რაც, თავის მხრივ, არის უნიკალური და ნებისმიერ მნახველს მისცემს შესაძლებლობას, მიიღოს სრულფასოვანი ინფორმაცია სამართლის ნებისმიერ ძეგლზე, რაც ჩვენ გვაქვს საქართველოში“, - აღნიშნა მინსტრმა.
მისი თქმით, მუზეუმში მსოფლიოს სამართლებრივ ისტორიის გაცნობაც იქნება შესაძლებელი
„ეს იქნება უნიკალური მუზეუმი, რომელსაც მსოფლიოში ნამდვილად არ აქვს ანალოგი სამართლის კუთხით“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
იუსტიციის სამინისტროს საკუთარი ტელესტუდია ექნება>>
გარდა ამისა, სამართლებრივ საკითხებში მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, უწყება საკუთარი ტელესტუდია „იუსტიციის“ გახსნას გეგმავს, რომელიც 2024 წლიდან დაიწყებს ფუნქციონირებას.
ბრეგაძის თქმით, პროექტი ასევე შეუწყობს ხელს ადვოკატის პროფესიის პოპულარიზაციას და საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0