https://sputnik-georgia.com/20231117/bbc-ukrainis-sazrvris-ukanonod-gadakvetis-statistika-284298574.html
BBC უკრაინიდან არალეგალურად გასული მამაკაცების სტატისტიკას აქვეყნებს
BBC უკრაინიდან არალეგალურად გასული მამაკაცების სტატისტიკას აქვეყნებს
Sputnik საქართველო
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყებიდან 2023 წლის 31 აგვისტომდე მეზობელ ქვეყნებთან უკრაინის საზღვარი სულ 19 740-მა ადამიანმა... 17.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-17T16:00+0400
2023-11-17T16:00+0400
2023-11-17T16:00+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
უკრაინა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24606/17/246061779_0:156:3000:1844_1920x0_80_0_0_955cfb5a87744b85efe6c54e701cb6ad.jpg
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყებიდან 2023 წლის 31 აგვისტომდე მეზობელ ქვეყნებთან უკრაინის საზღვარი სულ 19 740-მა ადამიანმა გადაკვეთა უკანონოდ, წერს BBC News-ი რუმინეთის, მოლდოვის, პოლონეთის, უნგრეთის და სლოვაკეთის ხელისუფლების მონაცემებზე დაყრდნობით.გავრცელებული ინფორმაციით, დამრღვევთა შორის 20 ათასამდე მამაკაცი იყო, რომლებმაც საზღვარი ფეხით გადაკვეთეს ან მდინარეებით გადაცურეს. კიევის ცნობით, კიდევ 21,113 უკრაინის არალეგალურად დატოვებას ცდილობდა, მაგრამ ადგილობრივმა ხელისუფლებებმა დააკავეს.აღსანიშნავია, რომ კონფლიქტის დაწყების შემდეგ, 18-დან 60 წლამდე უკრაინელ მამაკაცებს ქვეყნიდან გასვლა აეკრძალათ. მათ უკრაინის დატოვება მხოლოდ სპეციალური ნებართვით შეუძლიათ.BBC-ის ცნობით, საზღვრის 19 740 დამრღვევიდან 6800-მა ადამიანმა ყალბი დოკუმენტები გამოიყენა, რომლებშიც არარსებული დაავადებები იყო მითითებული. უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელმა უმაღლეს რადაში ფედორ ვენისლავსკიმ BBC News-ს განუცხადა, რომ არმიაში მობილიზაციისთვის თავის არიდებას უკრაინელი მამაკაცების დაახლოებით ხუთი პროცენტი ცდილობს.უკრაინის სახელმწიფო სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2022 წლისთვის ქვეყანაში 18-დან 60 წლამდე 11 მილიონი მამაკაცი ცხოვრობდა.როგორც პროექტი Opendatabot იტყობინება სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, 2023 წლის აგვისტოს მდგომარეობით, უკრაინა 2,4 მილიონმა კაცმა დატოვა და აღარ დაბრუნებულა. გაეროს შეფასებით, მსოფლიოში უკრაინიდან 6,2 მილიონი ლტოლვილია რეგისტრირებული.
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24606/17/246061779_167:0:2834:2000_1920x0_80_0_0_0f30fbc2fe637778ad0593899206fe32.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, უკრაინა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, უკრაინა
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყებიდან 2023 წლის 31 აგვისტომდე მეზობელ ქვეყნებთან უკრაინის საზღვარი სულ 19 740-მა ადამიანმა გადაკვეთა უკანონოდ, წერს BBC News-ი რუმინეთის, მოლდოვის, პოლონეთის, უნგრეთის და სლოვაკეთის ხელისუფლების მონაცემებზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, დამრღვევთა შორის 20 ათასამდე მამაკაცი იყო, რომლებმაც საზღვარი ფეხით გადაკვეთეს ან მდინარეებით გადაცურეს.
კიევის ცნობით, კიდევ 21,113 უკრაინის არალეგალურად დატოვებას ცდილობდა, მაგრამ ადგილობრივმა ხელისუფლებებმა დააკავეს.
აღსანიშნავია, რომ კონფლიქტის დაწყების შემდეგ, 18-დან 60 წლამდე უკრაინელ მამაკაცებს ქვეყნიდან გასვლა აეკრძალათ. მათ უკრაინის დატოვება მხოლოდ სპეციალური ნებართვით შეუძლიათ.
BBC-ის ცნობით, საზღვრის 19 740 დამრღვევიდან 6800-მა ადამიანმა ყალბი დოკუმენტები გამოიყენა, რომლებშიც არარსებული დაავადებები იყო მითითებული.
უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელმა უმაღლეს რადაში ფედორ ვენისლავსკიმ BBC News-ს განუცხადა, რომ არმიაში მობილიზაციისთვის თავის არიდებას უკრაინელი მამაკაცების დაახლოებით ხუთი პროცენტი ცდილობს.
„და მათ ნამდვილად არ აქვთ გადამწყვეტი მნიშვნელობა უკრაინის თავდაცვისთვის“, — აღნიშნა მან.
უკრაინის სახელმწიფო სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2022 წლისთვის ქვეყანაში 18-დან 60 წლამდე 11 მილიონი მამაკაცი ცხოვრობდა.
როგორც პროექტი Opendatabot იტყობინება სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, 2023 წლის აგვისტოს მდგომარეობით, უკრაინა 2,4 მილიონმა კაცმა დატოვა და აღარ დაბრუნებულა. გაეროს შეფასებით, მსოფლიოში უკრაინიდან 6,2 მილიონი ლტოლვილია რეგისტრირებული.