მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„მხეცი ძალას აღიდგენს“ - ზელენსკი რუსეთთან კონფლიქტის გაყინვას მიუღებლად მიიჩნევს

© AP Photo / Mary Altaffer
  - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2023
გამოწერა
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. უკრაინა ვერ მისცემს თავს უფლებას, გაყინოს რუსეთთან კონფლიქტი, ის უნდა დასრულდეს, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აფრიკული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.
მისი თქმით, გაყინული კონფლიქტი არის ჩიხი, „იგივე ომი, მაგრამ მტრისთვის პასუხის გაცემის შესაძლებლობისა და მომავლის იმედის გარეშე“. როგორც მან აღნიშნა, უკრაინა უკვე ცხოვრობდა ასეთ პირობებში 2014 წლიდან.
„გაყინული კონფლიქტი ვულკანს ჰგავს, რომელსაც სძინავს და აუცილებლად გაიღვიძებს. ჩვენ გვესმის ამ მხეცისა, ის მაინც აღიდგენს ძალას და უფრო შორს წავა. ამიტომ ჩვენ ვერ მივცემთ თავს რაიმე ჩიხში შესვლის უფლებას“, — აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კონფლიქტი შეიძლება დასრულდეს, თუ რუსეთი მის მიერ წარდგენილი „მშვიდობის ფორმულის“ პირობებს შეასრულებს: უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და გაეროს წესდების პატივისცემას, ჯარების გაყვანას უკრაინის ტერიტორიიდან.
აღსანიშნავია, რომ რუსეთი უარს ამბობს უკრაინის სამშვიდობო გეგმის საფუძველზე მოლაპარაკებებზე და მიუღებელს უწოდებს მას. როგორც მოსკოვში აცხადებენ, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთ-ერთი პირობა — ეს უკრაინის მიერ „ახალი ტერიტორიული რეალიების აღიარებაა“. საუბარია იმ ტერიტორიებზე, რომლებიც რუსეთმა თავის შეამდგენლობაში შეიყვანა — კერძოდ, დონეცკსა და ლუგანსკზე, ასევე ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონებზე. კრემლში აცხადებენ, რომ ამ ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანაზე „საუბარი გამორიცხულია“.
ამასთან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ირწმუნება, რომ მოსკოვი, კიევისგან განსხვავებით, დიალოგზე უარს არ ამბობს. მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის დიალოგისთვის უკრაინის ხელისუფლებამ უნდა გააუქმოს ბრძანება, რომელიც რუსეთთან მოლაპარაკებებს კრძალავს, და რომელსაც ზელენსკიმ 2022 წლის შემოდგომაზე მოაწერა ხელი.
ყველა ახალი ამბავი
0