მოსაზრება: უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ნატოს ჭურვები აღარ ექნება

© photo: Sputnik / Aleksey Vitvitskiy
  - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2023
გამოწერა
შეერთებულმა შტატებმა და ნატომ ტექნოლოგიურად უკვე წააგეს რუსეთთან მარიონეტული ომი უკრაინის ოპერაციების თეატრში. სპეცოპერაციის ზონაში საომარი მოქმედებების პირველი წლის განმავლობაში უკრაინის არმიამ სამ მილიონზე მეტი 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვი გახარჯა, რომლის დამზადებისთვისაც შეერთებულ შტატებსა და ნატოს დაახლოებით 10 წელი დასჭირდა. ალიანსის წარმოუდგენელი კეთილშობილების „ზეიმი“ დასრულდა — ალიანსსა და უკრაინას სულ უფრო ნაკლები ჭურვი რჩებათ.
ტექნოლოგიური ნახტომი შეუძლებელია, თუნდაც ასობით მილიარდი დოლარისა და ევროს ბიუჯეტით. დასავლეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში საწარმოების რესტრუქტურიზაცია-ტრანსფორმაციისთვის, კიევის რეჟიმის საჭიროებების გათვალისწინებით, წლები სჭირდება, ისტორია კი რუსეთის მოწინააღმდეგეებს დროს არ აძლევს.
დასავლეთი გულმოდგინედ ცდილობს შეამციროს უზარმაზარი უფსკრული რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან, რომელიც ყოველდღიურად 25-30 ათასი საარტილერიო საბრძოლო მასალის მოხმარებას უზრუნველყოფს. რუსეთი რვაჯერ უფრო სწრაფად და შვიდჯერ იაფად აწარმოებს საარტილერიო ჭურვებს.
არტილერია „ომის ღმერთია", რომელიც საბრძოლო მოქმედებების დროს მტრის ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის 80 პროცენტამდე განადგურებას უზრუნველყოფს.
რუსული სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა 155 მმ-იანი ჭურვების წარმოება თვეში 14 ათასიდან 24 ათასამდე გაზარდა, ხოლო 2025 წელს თვეში 70 ათასი საარტილერიო საბრძოლო მასალის წარმოებას აპირებს. ევროპელი მოკავშირეების მიერ მიღწეული ლიმიტი — ეს 300 ათასი ჭურვია წელიწადში, თუმცა ევროკავშირი კიევს მილიონ ჭურვს პირდებოდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების არტილერისტები დღეში საშუალოდ 6 ათას ჭურვს ხარჯავენ, ანუ წელიწადში 2 მილიონზე მეტს. წარმოების ამჟამინდელი ტემპით, შეერთებულ შტატებსა და ნატოს უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებების მხოლოდ მესამედის უზრუნველყოფა შეუძლიათ — ეს წელიწადში დაახლოებით 600 ათასი ჭურვია. თანაც ისრაელს მეტი საბრძოლო მასალა და დაქირავებული ჯარისკაცები სჭირდება ღაზის სექტორში.
13 ნოემბერს უკრაინის ჯარების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ ტელეფონით შეატყობინა აშშ-ის არმიის გაერთიანებული შტაბის უფროს ჩარლზ ბრაუნს ფრონტზე არსებული რთული სიტუაციის შესახებ - დიდი დანაკარგები, ჯარისკაცებისა და ჭურვების ნაკლებობა, რუსული ჯარების შეტევა ავდეევკის, კუპიანსკისა და მარინსკის მიმართულებებით.
პარალელურად უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა კულებამ ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე დასავლელ პარტნიორებს მოუწოდა, კი არ შეამცირონ, არამედ გაზარდონ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, მიუხედავად დასავლეთის სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის სავალალო მდგომარეობისა.
მანამდე გერმანიის ბუნდესვერმა აღმოაჩინა, რომ მის არსენალში მხოლოდ 20 ათასი 155 მმ-იანი ჭურვი დარჩა. კიევს იმედი აქვს, რომ დაპირებული 1 მილიონი საარტილერიო ჭურვის წარმოებაც დაჩქარდება და დამატებით 20 მილიარდ ევროსაც მიიღებს.

მკაცრი რეალობა

უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ბრძოლის ველზე არსებული კატასტროფული ვითარების მიუხედავად, უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ბოლომდე „წინასვლას"აპირებს. დასავლეთმა კი უკვე გაიარა კიევის რეჟიმისთვის სამხედრო დახმარების უმაღლესი წერტილი.
უკრაინელ არტილერისტებს არ აქვთ საკმარისი საბრძოლო მასალა: თუ გაზაფხულზე არტიომოვსკში ყოველდღიურად 100-150 ჭურვი იხარჯებოდა, დღეს ავდეევკაში ლიმიტი დღეში 15 ჭურვია, ანუ 10-ჯერ ნაკლები.
დასავლური გეგმები რეალობას ეწინააღმდეგება. აშშ-ის კონგრესმა 2022 წლის თებერვლიდან კიევისთვის 113 მილიარდ დოლარზე მეტი სამხედრო და ფინანსური დახმარება დაამტკიცა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ მიღწეული შედეგები კი ხილული არ არის.
აშშ-ის კონგრესი მიიჩნევს, რომ უკრაინის გამარჯვებისთვის აუცილებელია რუსეთთან კონფლიქტში ამერიკის ჩართულობის მნიშვნელოვნად გაზრდა, მაგრამ ეს აუცილებლად იქნება შეერთებული შტატების დასასრული. პრინსტონის უნივერსიტეტში ატომური იარაღით პენტაგონის მაღაროებზე რუსული თავდასხმის შედეგების მოდელირება მოახდინეს — 300 მილიონზე მეტი ამერიკელი დაიღუპება, კანადისა და მექსიკის მოსახლეობის ჩაუთვლელად. ღირს კი ანტირუსული „უკრაინული პროექტი“ ასეთ მსხვერპლად?
ამავდროულად კი რუსეთი სწრაფად ზრდის თავისი არმიის ძლიერებას და ნატოსთან ხანგრძლივი კონფლიქტისთვის ემზადება. რუსული ტანკების წარმოება წელიწადში შვიდჯერ გაიზარდა — 1500 ერთეულამდე.
ესპანური გამოცემა El Pais იტყობინება, რომ რუსული ძალები მუდმივად წინ მიიწევენ, დომინირებენ ხმელეთსა და საჰაერო სივრცეში, ყველა თვალსაზრისით აღემატებიან უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და უხვად აქვთ რესურსები.
გამოცემა National Interest-მა ადრე განაცხადა: „დრო და ლოგისტიკა უკრაინის წინააღმდეგ მუშაობს“. თუ ამ აზრს გავყვებით, დრო და ლოგისტიკა ასევე მუშაობს შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ, რომლებსაც უკრაინული კატასტროფისთვის დიდი საფასურის გადახდა მოუწევთ დიდი ხნის განმავლობაში.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0