https://sputnik-georgia.com/20231116/lado-kvatanias-klipi-argentinasi-festivalze-sam-kategoriasia-nominirebuli-284254409.html
ლადო კვატანიას კლიპი არგენტინაში ფესტივალზე სამ კატეგორიაშია ნომინირებული
ლადო კვატანიას კლიპი არგენტინაში ფესტივალზე სამ კატეგორიაშია ნომინირებული
Sputnik საქართველო
ქართველი რეჟისორის ნამუშევარი ერთდროულად სამ პრემიაზეა წარდგენილი. 16.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-16T13:39+0400
2023-11-16T13:39+0400
2023-11-16T13:39+0400
კულტურა საქართველოში
მსოფლიო ხელოვნება
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
არგენტინა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24460/67/244606721_0:172:3143:1940_1920x0_80_0_0_61e9c8404e02c18d8825c39bafc00986.jpg
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. ქართველი რეჟისორის ლადო კვატანიას კლიპი ჯგუფი „მგზავრების" სიმღერაზე „ვალსი" საერთაშორისო ფესტივალზე Buenos Aires Music Video Festival სამ კატეგორიაშია ნომინირებული. Buenos Aires Music Video Festival პირველი ყოველწლიური საერთაშორისო ფესტივალია არგენტინაში, რომელიც მხოლოდ მუსიკალურ კლიპებს ეძღვნება. ოფიციალურ კონკურსში წარდგენილია 30 კატეგორია და ასობით მონაწილე ნამუშევარი. როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, BAMV Fest-ზე აჯილდოებენ სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა შემსრულებლის კრეატიულ, ორიგინალურ და ხარისხიან ვიდეოკლიპებს. კლიპი „ვალსი" სამ კატეგორიაშია წარდგენილი: გამარჯვებულების ვინაობა ცნობილი 27 ნოემბერს გახდება. სიუჟეტის ცენტრშია ქართველი წყვილი, რომელიც გოგონას დაბადებას ელოდება. ამავე დროს, მამაკაცს დედა გარდაეცვალა, რასაც ძალიან განიცდის. კლიპის ბოლოს გარდაცვლილი დედის სახე რძით განბანვის საიდუმლო რიტუალში მონაწილეობს, რის შედეგადაც ხანში შესული ქალი ჩვილად გადაიქცევა. ამ სცენას პერიოდულად ანაცვლებს ბავშვის დაბადების კადრები. კლიპის ბოლოს ნაჩვენებია მნიშვნელოვანი ელემენტი - ახალდაბადებულ გოგონას ისეთივე მახასიათებელი ხალი აქვს წარბს ზემოთ, როგორიც მთავარი გმირის დედას ჰქონდა. კლიპში მონაწილეობენ აჩი მაკალათია, ვერონიკა კალანდარიშვილი, დათო დვალიშვილი.
საქართველო
არგენტინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24460/67/244606721_924:155:2932:1661_1920x0_80_0_0_eee9536e29ab40eaede86b16d659c530.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კულტურა საქართველოში, მსოფლიო ხელოვნება, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, არგენტინა
კულტურა საქართველოში, მსოფლიო ხელოვნება, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, არგენტინა
ლადო კვატანიას კლიპი არგენტინაში ფესტივალზე სამ კატეგორიაშია ნომინირებული
ქართველი რეჟისორის ნამუშევარი ერთდროულად სამ პრემიაზეა წარდგენილი.
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. ქართველი რეჟისორის ლადო კვატანიას კლიპი ჯგუფი „მგზავრების" სიმღერაზე „ვალსი" საერთაშორისო ფესტივალზე Buenos Aires Music Video Festival სამ კატეგორიაშია ნომინირებული.
Buenos Aires Music Video Festival პირველი ყოველწლიური საერთაშორისო ფესტივალია არგენტინაში, რომელიც მხოლოდ მუსიკალურ კლიპებს ეძღვნება. ოფიციალურ კონკურსში წარდგენილია 30 კატეგორია და ასობით მონაწილე ნამუშევარი. როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, BAMV Fest-ზე აჯილდოებენ სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა შემსრულებლის კრეატიულ, ორიგინალურ და ხარისხიან ვიდეოკლიპებს.
კლიპი „ვალსი" სამ კატეგორიაშია წარდგენილი:
საუკეთესო ვიდეო (საერთაშორისო)
ფოტოგრაფიის მიმართულება (საერთაშორისო)
გამარჯვებულების ვინაობა ცნობილი 27 ნოემბერს გახდება.
სიუჟეტის ცენტრშია ქართველი წყვილი, რომელიც გოგონას დაბადებას ელოდება. ამავე დროს, მამაკაცს დედა გარდაეცვალა, რასაც ძალიან განიცდის.
კლიპის ბოლოს გარდაცვლილი დედის სახე რძით განბანვის საიდუმლო რიტუალში მონაწილეობს, რის შედეგადაც ხანში შესული ქალი ჩვილად გადაიქცევა. ამ სცენას პერიოდულად ანაცვლებს ბავშვის დაბადების კადრები. კლიპის ბოლოს ნაჩვენებია მნიშვნელოვანი ელემენტი - ახალდაბადებულ გოგონას ისეთივე მახასიათებელი ხალი აქვს წარბს ზემოთ, როგორიც მთავარი გმირის დედას ჰქონდა.
კლიპში მონაწილეობენ აჩი მაკალათია, ვერონიკა კალანდარიშვილი, დათო დვალიშვილი.