მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

შთამბეჭდავი სანახაობა: გამოქვეყნდა კოსმოსის ყველაზე სრულყოფილი ფერადი ფოტო

© Francis ReddyКосмический телескоп Джеймса Уэбба
Космический телескоп Джеймса Уэбба - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2023
გამოწერა
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. მეცნიერებმა კოსმოსური ტელესკოპების, „ჯეიმს უებისა“ და „ჰაბლის“ მონაცემების გაერთიანებით მიღებულია სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი ფოტო, ნათქვამია ევროპის კოსმოსური სააგენტოს ბლოგზე.
გავრცელებული ინფორმაციით, მეცნიერების მიზანი გალაქტიკების მასიური გროვა MACS0416-ის შესწავლა იყო. მონაცემების გაერთიანებით მათ მიიღეს პანქრომატული სურათი, რომელიც ხილულ და ინფრაწითელ შუქს აერთიანებს. ეს კოსმოსის ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი ფერადი ფოტოა, რომელიც ოდესმე გადაღებულა.
ფოტოზე აღბეჭდილია უამრავი ისეთი დეტალი, რომლის დანახვაც მხოლოდ ორივე კოსმოსური ობსერვატორიის სიმძლავრეების გაერთიანებით შეიძლება. მაგალითად, გროვის გარეთ არსებული გალაქტიკები და მრავალი ობიექტი, რომლებიც დროთა განმავლობაში იცვლებიან.
ახალ ფოტოზე სინათლის უმოკლესი ტალღები ლურჯად , ყველაზე გრძელი — წითლად, ხოლო საშუალო მწვანედ არის შეფერილი. ეს ფერები გალაქტიკებამდე მანძილის შესახებ წარმოდგენას გვაძლევს: ყველაზე ლურჯი გალაქტიკები შედარებით ახლოს არიან, ხოლო წითელი გალაქტიკები — უფრო შორს.
ყველა ახალი ამბავი
0