https://sputnik-georgia.com/20231116/guram-elizbarasvilis-dakaveba-zarlis-gamo-dawris-faqtze-prokuraturis-ganmarteba-284274538.html
გურამ ელიზბარაშვილის დაკავება ძაღლის გამო უცხოელის დაჭრის ფაქტზე - პროკურატურის განმარტება
გურამ ელიზბარაშვილის დაკავება ძაღლის გამო უცხოელის დაჭრის ფაქტზე - პროკურატურის განმარტება
Sputnik საქართველო
ელიზბარაშვილმა გაუფრთხილებლობით თავადაც მიიყენა მუხლის არეში გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა. 16.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-16T21:49+0400
2023-11-16T21:49+0400
2023-11-16T21:49+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
საქართველოს პროკურატურა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/03/282906999_0:133:1280:854_1920x0_80_0_0_1dc85118eac0d5a4ff6899a3ecff6406.jpg
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის მფლობელის, ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის შვილს, გურამ ელიზბარაშვილს ყაზახეთის მოქალაქის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა და ტარება ედება ბრალად, იუწყება გენერალური პროკურატურა.გამოძიების ინფორმაციით, 14 ნოემბერს წარსულში ნასამართლევი გურამ ელიზბარაშვილს საბურთალოს რაიონში საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ყაზახეთის მოქალაქესთან კონფლიქტი მოუხდა.ყაზახეთის მოქალაქემ ელიზბარაშვილს საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ძაღლის გასეირნებასთან დაკავშირებით შენიშვნა მისცა. საპასუხოდ ელიზბარაშვილმა პისტოლეტი ამოიღო და უცხოელის მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც დაზარალებულს ორივე ფეხის არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. ძაღლის გამო უცხოელის დაჭრის ფაქტზე გურამ ელიზბარაშვილი დააკავეს >>დაზარალებულის მიმართულებით განხორციელებული ერთ-ერთი გასროლის შედეგად, ელიზბარაშვილმა გაუფრთხილებლობით თავად მიიყენა მუხლის არეში გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა. ბრალდებული ინციდენტიდან რამდენიმე საათის შემდეგ დააკავეს.პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/03/282906999_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_97c5b7ac9d3e34978853c576d88e58d9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს პროკურატურა
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს პროკურატურა
გურამ ელიზბარაშვილის დაკავება ძაღლის გამო უცხოელის დაჭრის ფაქტზე - პროკურატურის განმარტება
ელიზბარაშვილმა გაუფრთხილებლობით თავადაც მიიყენა მუხლის არეში გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა.
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის მფლობელის, ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის შვილს, გურამ ელიზბარაშვილს ყაზახეთის მოქალაქის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა და ტარება ედება ბრალად, იუწყება გენერალური პროკურატურა.
გამოძიების ინფორმაციით, 14 ნოემბერს წარსულში ნასამართლევი გურამ ელიზბარაშვილს საბურთალოს რაიონში საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ყაზახეთის მოქალაქესთან კონფლიქტი მოუხდა.
ყაზახეთის მოქალაქემ ელიზბარაშვილს საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ძაღლის გასეირნებასთან დაკავშირებით შენიშვნა მისცა. საპასუხოდ ელიზბარაშვილმა პისტოლეტი ამოიღო და უცხოელის მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც დაზარალებულს ორივე ფეხის არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა.
დაზარალებულის მიმართულებით განხორციელებული ერთ-ერთი გასროლის შედეგად, ელიზბარაშვილმა გაუფრთხილებლობით თავად მიიყენა მუხლის არეში გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა. ბრალდებული ინციდენტიდან რამდენიმე საათის შემდეგ დააკავეს.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.