https://sputnik-georgia.com/20231116/evro-2024-is-sesarcevi-etapi-saqartvelos-nakrebi-sotlandias-dauzavda-284276416.html
ევრო-2024-ის შესარჩევი ეტაპი: საქართველოს ნაკრები შოტლანდიას დაუზავდა
ევრო-2024-ის შესარჩევი ეტაპი: საქართველოს ნაკრები შოტლანდიას დაუზავდა
Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს ვალიადოლიდში А ჯგუფის ლიდერთან - ესპანეთის ნაკრებთან გამართავს. 16.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-16T23:04+0400
2023-11-16T23:04+0400
2023-11-17T01:34+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/1d/276218848_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_43a80d762f1c5215a148df236b2d7564.jpg
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის ჯგუფური ეტაპის ბოლო საშინაო შეხვედრა შოტლანდიასთან გამართა და ფრედ 2:2 ითამაშა.ორივე გუნდისთვის „დინამო არენაზე“ გამართულ შეხვედრას სატურნირო ცხრილში ბევრი არაფერი უნდა შეეცვალა. საქართველომ კონტინენტურ პირველობაზე გასვლის შანსი შესარჩევი ტურნირით დაკარგა, შოტლანდიამ კი, პირიქით, ევროს საგზური უკვე მოიპოვა.ამის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებმა მეტოქის კარს პირველივე წუთებიდან შეუტია. მე-15 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ კაკაბაძის ჩაწოდებული პასით გაიტანა – 1:0.მეორე ტაიმის დასაწყისში სტუმრებმა საპასუხო გოლის გატანა შეძლეს. 49-ე წუთზე თავი სკოტ მაკტომინეიმ ისახელა.ანგარიში 1:1 ტაბლოზე დიდხანს არ შენარჩუნდა. 56-ე წუთზე ჩაკვეტაძის ზუსტმა პასმა და კვარაცხელიას ლამაზმა დარტყმამ საქართველოს ნაკრები კვლავ დააწინაურა - 2:1.მეორე ტაიმის ბოლოს ფეხბურთელებს შორის მცირე შეხლა-შემოხლა მოხდა. გიორგი ქოჩორაშვილმა ფოლის გამო ყვითელი ბარათი მიიღო. ქართველი ფეხბურთელი ბოდიშის მოსახდელად მაკტომინეის მიუახლოვდა, რომელმაც უხეშად ხელი ჰკრა მას, რამაც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები გააბრაზა. ორი წუთის შემდეგ მსაჯმა ფეხბურთელების დაშოშმინება შეძლო.დამატებით დროში სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს. გოლი ამჯერადაც მაკტომინეიმ გაიტანა - 2:2.საქართველოს ნაკრებმა პირველი შეხვედრა შოტლანდიასთან ედინბურგში 20 ივნისს ანგარიშით 0:2 წააგო.А ჯგუფის კიდევ ერთ მატჩში ესპანელებმა სტუმრად კვიპროსის გუნდი დაამარცხეს - 3:1.საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს ვალიადოლიდში А ჯგუფის ლიდერთან - ესპანეთის ნაკრებთან 19 ნოემბერს გამართავს. თამაში თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/1d/276218848_143:0:1280:853_1920x0_80_0_0_f270dc76f236ecf6baf3c48a4b73f518.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ევრო-2024-ის შესარჩევი ეტაპი: საქართველოს ნაკრები შოტლანდიას დაუზავდა
23:04 16.11.2023 (განახლებულია: 01:34 17.11.2023) საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს ვალიადოლიდში А ჯგუფის ლიდერთან - ესპანეთის ნაკრებთან გამართავს.
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის ჯგუფური ეტაპის ბოლო საშინაო შეხვედრა შოტლანდიასთან გამართა და ფრედ 2:2 ითამაშა.
ორივე გუნდისთვის „დინამო არენაზე“ გამართულ შეხვედრას სატურნირო ცხრილში ბევრი არაფერი უნდა შეეცვალა. საქართველომ კონტინენტურ პირველობაზე გასვლის შანსი შესარჩევი ტურნირით დაკარგა, შოტლანდიამ კი, პირიქით, ევროს საგზური უკვე მოიპოვა.
ამის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებმა მეტოქის კარს პირველივე წუთებიდან შეუტია. მე-15 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ კაკაბაძის ჩაწოდებული პასით გაიტანა – 1:0.
მეორე ტაიმის დასაწყისში სტუმრებმა საპასუხო გოლის გატანა შეძლეს. 49-ე წუთზე თავი სკოტ მაკტომინეიმ ისახელა.
ანგარიში 1:1 ტაბლოზე დიდხანს არ შენარჩუნდა. 56-ე წუთზე ჩაკვეტაძის ზუსტმა პასმა და კვარაცხელიას ლამაზმა დარტყმამ საქართველოს ნაკრები კვლავ დააწინაურა - 2:1.
მეორე ტაიმის ბოლოს ფეხბურთელებს შორის მცირე შეხლა-შემოხლა მოხდა. გიორგი ქოჩორაშვილმა ფოლის გამო ყვითელი ბარათი მიიღო. ქართველი ფეხბურთელი ბოდიშის მოსახდელად მაკტომინეის მიუახლოვდა, რომელმაც უხეშად ხელი ჰკრა მას, რამაც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები გააბრაზა. ორი წუთის შემდეგ მსაჯმა ფეხბურთელების დაშოშმინება შეძლო.
დამატებით დროში სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს. გოლი ამჯერადაც მაკტომინეიმ გაიტანა - 2:2.
საქართველოს ნაკრებმა პირველი შეხვედრა შოტლანდიასთან ედინბურგში 20 ივნისს ანგარიშით 0:2 წააგო.
А ჯგუფის კიდევ ერთ მატჩში ესპანელებმა სტუმრად კვიპროსის გუნდი დაამარცხეს - 3:1.
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს ვალიადოლიდში А ჯგუფის ლიდერთან - ესპანეთის ნაკრებთან 19 ნოემბერს გამართავს. თამაში თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.