ბიშკეკში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2023
გამოწერა
დაკავებულს ბრალი ნარკოდანაშაულსა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში ედება.
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. ყირგიზეთის დედაქალაქში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2" ბიშკეკის პოლიციაზე დაყრდნობით.
ადგილობრივი მედიის ცნობით, 33 წლის დაკავებული მამაკაცი „კანონიერი ქურდის" ზაზა ელიკაშვილის, მეტსახელად „კარალიკას“ ნათესავი და საქართველოში ერთ-ერთი ქალაქის ე.წ „მაყურებელია".
სამართალდამცველებმა მამაკაცი ნაქირავებ ბინაში დააკავეს, საიდანაც ჩხრეკის შედეგად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი და 19 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰაშიში".
დაკავებულს ბრალი ნარკოდანაშაულსა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში ედება.
ყველა ახალი ამბავი
0