https://sputnik-georgia.com/20231116/baideni-israeli-razasi-operacias-masin-daasrulebs-roca-hamasi-zalas-dakargavs-284255529.html
ბაიდენი: ისრაელი ღაზაში ოპერაციას მაშინ დაასრულებს, როცა ჰამასი ძალას დაკარგავს
ბაიდენი: ისრაელი ღაზაში ოპერაციას მაშინ დაასრულებს, როცა ჰამასი ძალას დაკარგავს
Sputnik საქართველო
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. ისრაელის ოპერაცია ღაზაში, რომელიც ჰამასის მიერ 7 ოქტომბერს მოწყობილ შოკისმომგვრელ ხოცვა-ჟლეტას მოჰყვა, მაშინ დასრულდება, როცა... 16.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-16T14:18+0400
2023-11-16T14:18+0400
2023-11-16T14:18+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
აშშ
აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობა - apec
პოლიტიკა
ისრაელი-ჰამასის ომი
ჯო ბაიდენი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/12/283398309_0:62:2117:1253_1920x0_80_0_0_7eec3ad9b3756da4e3709ff8ffc7c2fc.jpg
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. ისრაელის ოპერაცია ღაზაში, რომელიც ჰამასის მიერ 7 ოქტომბერს მოწყობილ შოკისმომგვრელ ხოცვა-ჟლეტას მოჰყვა, მაშინ დასრულდება, როცა ჰამასი საშინელი ქმედებების ჩადენას ვეღარ შეძლებს, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.როგორც Times of Israel წერს, ბაიდენის ადმინისტრაცია კვლავაც უარყოფს მოწოდებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. თეთრ სახლში მიაჩნიათ, რომ ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი ჰამასისგან. ამავდროულად უფრო მოკლევადიანი ჰუმანიტარული პაუზებისკენ მოუწოდებს და იმედი აქვს, რომ ისრაელი დაიცავს ომის წესებს ღაზაში.ბაიდენის თქმით, ისრაელი რისკზე მიდის საავადმყოფო „ალ-შიფაში“ ჩატარებული ოპერაციებით, მაგრამ „ერთი რამ დადგინდა: ჰამასს ნამდვილად აქვს შტაბი, იარაღი და ტექნიკა ამ საავადმყოფოს ქვეშ“.მანამდე აშშ-მა თავი შეიკავა გაეროს უშიშროების საბჭოზე მალტის მიერ წარდგენილი რეზოლუციის მხარდაჭერისგან, რომელიც ღაზის სექტორში ხანგრძლივი ჰუმანიტარული ზავისკენ მოუწოდებდა. როგორც გაეროში აშშ-ის ელჩმა ლინდა თომას-გრინფილდმა აღნიშნა, შეერთებული შტატები, პრინციპში, მხარს უჭერს რეზოლუციაში ჩამოთვლილ საკთხებს, მაგრამ ხმა მას იმის გამო არ მისცა, რომ დოკუმენტი არ გმობს ჰამასს და „არ ადასტურებს ყველა წევრი ქვეყნის უფლებას, დაიცვან საკუთარი მოქალაქეები ტერორისტული თავდასხმებისგან“.წყარო: Times of Israel
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/12/283398309_119:0:1999:1410_1920x0_80_0_0_2696fac20c36f01c167aaec6ad2cea0a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, აშშ , აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობა - apec , პოლიტიკა, ისრაელი-ჰამასის ომი, ჯო ბაიდენი
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, აშშ , აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობა - apec , პოლიტიკა, ისრაელი-ჰამასის ომი, ჯო ბაიდენი
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. ისრაელის ოპერაცია ღაზაში, რომელიც ჰამასის მიერ 7 ოქტომბერს მოწყობილ შოკისმომგვრელ ხოცვა-ჟლეტას მოჰყვა, მაშინ დასრულდება, როცა ჰამასი საშინელი ქმედებების ჩადენას ვეღარ შეძლებს, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.
„ისრაელის ოპერაცია დასრულდება მაშინ, როცა ჰამასი ვეღარ შეძლებს ისრაელელთა ხოცვას, აბუჩად აგდებასა და საშინელი ქმედებების ჩადენას. ჰამასმა განაცხადა, რომ ისრაელელებზე ხელახლა თავდასხმას გეგმავს, და ეს საშინელი დილემაა“, — აღნიშნა მან ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან APEC-ის სამიტზე პირისპირ შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
როგორც Times of Israel წერს, ბაიდენის ადმინისტრაცია კვლავაც უარყოფს მოწოდებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. თეთრ სახლში მიაჩნიათ, რომ ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი ჰამასისგან. ამავდროულად უფრო მოკლევადიანი ჰუმანიტარული პაუზებისკენ მოუწოდებს და იმედი აქვს, რომ ისრაელი დაიცავს ომის წესებს ღაზაში.
ბაიდენის თქმით, ისრაელი რისკზე მიდის საავადმყოფო „ალ-შიფაში“ ჩატარებული ოპერაციებით, მაგრამ „ერთი რამ დადგინდა: ჰამასს ნამდვილად აქვს შტაბი, იარაღი და ტექნიკა ამ საავადმყოფოს ქვეშ“.
მანამდე აშშ-მა თავი შეიკავა გაეროს უშიშროების საბჭოზე მალტის მიერ წარდგენილი
რეზოლუციის მხარდაჭერისგან, რომელიც ღაზის სექტორში ხანგრძლივი ჰუმანიტარული ზავისკენ მოუწოდებდა. როგორც გაეროში აშშ-ის ელჩმა ლინდა თომას-გრინფილდმა აღნიშნა, შეერთებული შტატები, პრინციპში, მხარს უჭერს რეზოლუციაში ჩამოთვლილ საკთხებს, მაგრამ ხმა მას იმის გამო არ მისცა, რომ დოკუმენტი არ გმობს ჰამასს და „არ ადასტურებს ყველა წევრი ქვეყნის უფლებას, დაიცვან საკუთარი მოქალაქეები ტერორისტული თავდასხმებისგან“.