ალუმინის ფირფიტაზე ფოტოების შექმნის საიდუმლო: მასტერკლასი მიშა ბურლაცკისგან

გამოწერა
НовостиTelegram
ცნობილმა რუსმა ფოტოგრაფმა მიშა ბურლაცკიმ თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები საკუთარი ნამუშევრების პერსონალურ გამოფენაზე და მე-19 საუკუნის ტექნოლოგიით (ამბროტიპია) ალუმინის ფირფიტაზე ფოტოგრაფირების მასტერკლასზე მიიწვია
ბურლაცკიმ, რომელიც 14 წელია ამ ჟანრში მუშაობს, დეტალურად და თავიდან ბოლომდე აჩვენა მათ პროცესი.
მასტერკლასის სტუმრები გასული საუკუნეების ატმოსფეროში ჩაეფლნენ, ხელოვანს გაესაუბრნენ და მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტურ ფილმებიც ნახეს ამბროტიპიის შესახებ.
მასტერკლასის ერთ-ერთი საპატიო სტუმარი იყო ცნობილი ქართველი ფოტოგრაფი იური მეჩითოვი, რომელიც, მიუხედავად უზარმაზარი გამოცდილებისა, ასევე სვამდა კითხვებს და ყურადღებით უსმენდა ბურლაცკის.
რაც შეეხება გამოფენას, მსურველებს მისი მონახულება 17 ნოემბრამდე შეუძლიათ IAart Tbilisi გალერეაში.
ყველა ახალი ამბავი
0