ქათამი თუ ვარია - ვის რომელი ხორცი ეკრძალება: ექიმის გაფრთხილება

  - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2023
გამოწერა
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. ქათმის ხორცი შეიძლება თეთრიც იყოს და წითელიც, რომლებიც სხვადასხვა შემადგენლობისაა და სხვადასხვაგვარად მოქმედებს ორგანიზმზე, აცხადებს მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ნუტრიციოლოგი ელენე ჭედია.
მისი თქმით, ქათმის თეთრი ხორცი − ეს მკერდის ნაწილია, დანარჩენი კი წითელ ხორცში გადის.
როგორც სპეციალისტი განმარტავს:
წითელი ხორცი შეიცავს დიდი ბევრ რკინას, თუთიას, დიდი რაოდენობით B-ჯგუფის ვიტამინებს. ის აწესრიგებს ორგანიზმის გაცვლით პროცესებს;
თეთრი ხორცი უფრო მსუბუქია და ორგანიზმი მას უფრო იოლად ითვისებს. მასში ბევრად ცოტა ცხიმებია, ვიდრე წითელ ხორცში და, შესაბამისად, ნაკლები ქოლესტერინიც. სწორედ ამიტომ თეთრი ხორცი ხშირად ინიშნება გაცხიმოვნების, გულ-სისხლძარღვთა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების მქონეთა დიეტურ რაციონში.
ელენე ჭედიას თქმით, ქათმის არჩევისას ყურადღება უნდა მიექცეს, ბროილერის ვარიას ყიდულობთ თუ უკვე ზრდასრულ ქათამს. ირკვევა, რომ ვარიების ხორცი ზოგი კატეგორიის ადამიანებისთვის რეკომენდებული არ არის.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვარიების, ბროილერების ხორცში ძალიან დიდი რაოდენობითაა პურინები (ორგანული აზოტისებური ნივთიერებები, რომლის მეტაბოლიზმის პროდუქტია შარდმჟავა). პურინული გაცვლის დარღვევის შემთხვევაში სისხლში შარდმჟავას დონე იმატებს. თუ ამას ყურადღებას არ მიაქცევთ, ამას სახსრების პოდაგრისა და ღვიძლში შარდმჟავა ქვების ჩამოყალიბება მოჰყვება“, − ამბობს ექიმი.
სამაგიეროდ ვარიების ხორცში ცოტაა ქოლესტერინი. შესაბამისად, როცა პაციენტს სისხლში მაღალი დონის ქოლესტერინი უფიქსირდება, ექიმები მას ვარიების ხორცის ჭამას ურჩევენ; ხოლო თუ ქოლესტერინი წესრიგშია, შარდმჟავა კი ბევრი − მაშინ ზრდასრული ქათმის ჭამა სჯობს.
ამასთან ექიმი გვირჩევს, რომ ქათამი კი არ შევწვათ, არამედ მოვხარშოთ ან გამოვაცხოთ. მოხარშვის შემთხვევაში, თუ არ იცით, სად გაიზარდა ქათამი, მისი ტრანსპორტირების პირობები, სად ინახებოდა იგი, ან თუ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები გაქვთ, ჯობს, ქათამს პირველი ნახარში გადავუწუროთ.

ამისათვის ქათამი უნდა ჩადოთ ცივ წყალში, მიიყვანოთ ადუღებამდე და ხარშოთ 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ ნახარში გადაწუროთ, გადაავლოთ ქათამს წყალი და განაგრძოთ მისი ხარშვა სუფთა წყალში.

მანამდე იაპონელმა ექსპერტებმა ქათმის ის ნაწილები დაასახელეს, რომელთა ჭამაც კატეგორიულად იკრძალება, ვინაიდან მათში არსებული პარაზიტებისა და ბაქტერიების განადგურება თერმული დამუშავებითაც კი შეუძლებელია.
მათი თქმით, რეკომენდებული არ არის ქათმის კურტუმის ჭამა, ვინაიდან მასში დიდი რაოდენობით პარაზიტი და ბაქტერია გროვდება. შესაბამისად, ამ ნაწილის ხშირი მიღება უარყოფითად აისახება ჯანმრთელობაზე.
იაპონელი ექსპერტები ასევე არ გვირჩევენ ქათმის ფილტვების ჭამას, ვინაიდან მათში არსებული პარაზიტებისა და ბაქტერიების განადგურება თერმული დამუშავებითაც კი შეუძლებელია. როგორც ირკვევა, ქათმის ფილტვებში მობინადრე „მავნებლები“ საკმაოდ მაღალ ტემპერატურას უძლებენ.
კიდევ ერთი ნაწილი, რომელიც ჯანმრთელობისთვის სახიფათო ნივთიერებების ბუდედ მიიჩნევა, ეს ქათმის თავია. ხოლო რაც შეეხება კანს, ის არაფერ სასარგებლოს არ შეიცავს, გარდა დიდი რაოდენობით ცხიმებისა და ზედაპირზე მობინადრე პარაზიტებისა და ბაქტერიებისა.
იაპონელი სპეციალისტების თქმით, ყველაზე სასარგებლო ნაწილი ქათამში — ეს მკერდია, ანუ თეთრი ხორცი, რომელიც მდიდარია მაღალი ხარისხის ცილებით.
ყველა ახალი ამბავი
0