https://sputnik-georgia.com/20231115/sveicariasi-tbilisi-daajildoes-284236482.html
„დანიშნულების ადგილი, რომელიც უნდა აღმოაჩინო" - შვეიცარიაში თბილისს სპეციალური ჯილდო ერგო
„დანიშნულების ადგილი, რომელიც უნდა აღმოაჩინო" - შვეიცარიაში თბილისს სპეციალური ჯილდო ერგო
Sputnik საქართველო
მოპოვებული წარმატება ხელს შეუწყობს თბილისის უნიკალური ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას, მიიჩნევს დედაქალაქის მერი. 15.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-15T15:01+0400
2023-11-15T15:01+0400
2023-11-15T15:01+0400
თბილისის მერია
თბილისი დღეს
კახა კალაძე
ახალი ამბები
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმი
საქართველო
შვეიცარია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24745/32/247453229_0:158:3001:1846_1920x0_80_0_0_95b7a5407dea0f6c695ddc421746bbb9.jpg
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. შვეიცარიის ტურიზმის დაჯილდოებაზე თბილისმა მიიღო სპეციალური ჯილდო ნომინაციაში - „დანიშნულების ადგილი, რომელიც უნდა აღმოაჩინო", - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე. შვეიცარიის ტურიზმის დაჯილდოება (Swiss Tourism Awards) ქალაქ ლუგანოში 1-3 ნოემბერს გაიმართა.კალაძის თქმით, ეს დაჯილდოება ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში ერთ-ერთი პრესტიჟული მოვლენაა, რომელიც ყოველწლიურად იმართება და მისი მიზანი იმ ქალაქებისა თუ მიმართულებების აღიარებაა, რომლებიც ხელს უწყობენ მდგრადი ტურიზმის განვითარებას და ინარჩუნებენ საკუთარ მატერიალურ თუ არამატერიალურ კულტურას, აღნიშნა კალაძემ. გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სამოგზაურო მედიაკომპანიის - „ვანდელასთის" (Wanderlust) მიერ გამართულ ცერემონიაზე თბილისი ნომინირებულ იქნა „ევროპის ყველაზე სასურველი ქალაქის" ჯილდოზე. „დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქალაქს ბევრი ადამიანი ესტუმრება. ვცდილობთ, ჩვენი ქალაქი იყოს კიდევ უფრო მოწესრიგებული, გამართული საზოგადეობრივი ტრანსპორტით", - განაცხადა კახა კალაძემ.დედაქალაქის მერის თქმით,მას ძალიან ახარებს ის ფაქტი, რომ თბილისს ასე წარმატებით ეცნობა მსოფლიო.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
შვეიცარია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24745/32/247453229_164:0:2835:2003_1920x0_80_0_0_133311f517c1f32ef728b1072ca1df40.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისის მერია, თბილისი დღეს, კახა კალაძე , ახალი ამბები, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, საქართველო, შვეიცარია
თბილისის მერია, თბილისი დღეს, კახა კალაძე , ახალი ამბები, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, საქართველო, შვეიცარია
„დანიშნულების ადგილი, რომელიც უნდა აღმოაჩინო" - შვეიცარიაში თბილისს სპეციალური ჯილდო ერგო
მოპოვებული წარმატება ხელს შეუწყობს თბილისის უნიკალური ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას, მიიჩნევს დედაქალაქის მერი.
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. შვეიცარიის ტურიზმის დაჯილდოებაზე თბილისმა მიიღო სპეციალური ჯილდო ნომინაციაში - „დანიშნულების ადგილი, რომელიც უნდა აღმოაჩინო", - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
შვეიცარიის ტურიზმის დაჯილდოება (Swiss Tourism Awards) ქალაქ ლუგანოში 1-3 ნოემბერს გაიმართა.
„მოპოვებული ჯილდო კიდევ ერთხელ შეუწყობს ხელს თბილისის, როგორც ტურისტულად უსაფრთხო და მიმზიდველი ქალაქის პოზიციონირებასა და მისი უნიკალური პოტენციალის პოპულარიზაციას", - განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძის თქმით, ეს დაჯილდოება ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში ერთ-ერთი პრესტიჟული მოვლენაა, რომელიც ყოველწლიურად იმართება და მისი მიზანი იმ ქალაქებისა თუ მიმართულებების აღიარებაა, რომლებიც ხელს უწყობენ მდგრადი ტურიზმის განვითარებას და ინარჩუნებენ საკუთარ მატერიალურ თუ არამატერიალურ კულტურას, აღნიშნა კალაძემ.
გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სამოგზაურო მედიაკომპანიის - „ვანდელასთის" (Wanderlust) მიერ გამართულ ცერემონიაზე თბილისი ნომინირებულ იქნა „ევროპის ყველაზე სასურველი ქალაქის" ჯილდოზე.
„დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქალაქს ბევრი ადამიანი ესტუმრება. ვცდილობთ, ჩვენი ქალაქი იყოს კიდევ უფრო მოწესრიგებული, გამართული საზოგადეობრივი ტრანსპორტით", - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით,მას ძალიან ახარებს ის ფაქტი, რომ თბილისს ასე წარმატებით ეცნობა მსოფლიო.