https://sputnik-georgia.com/20231115/qartuli-agroproduqcia-ashsh-waradgines-284242383.html
ქართული აგროპროდუქცია აშშ-ში გამოფენაზე წარადგინეს
ქართული აგროპროდუქცია აშშ-ში გამოფენაზე წარადგინეს
Sputnik საქართველო
გამოფენაში მსოფლიოს 55 ქვეყნიდან 1,5 ათასზე მეტი კომპანია მონაწილეობდა. 15.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-15T17:49+0400
2023-11-15T17:49+0400
2023-11-15T17:49+0400
საქართველო
აშშ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/0f/284241198_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_564b102fb972ed173692a873b4efdddc.jpg
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. ქართველმა კომპანიებმა აშშ-ის ერთ-ერთ უმსხვილეს გამოფენა U.S. Private Label Trade Show-ზე აგროსასურსათო პროდუქცია პირველად წარადგინეს, განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძემ. ღონისძიება ჩიკაგოში, 12-14 ნოემბერს გაიმართა. გამოფენაზე ექვსმა ქართულმა კომპანიამ წარმოადგინა საქართველოში წარმოებული თხილი, წვენები, ყველი, ჩაი, ჯემები, დაფნის ფოთოლი და სანელებლები. კომპანიების უმეტესობა სამთავრობო პროგრამების ბენეფიციარია.ნასარიძემ ქართული სტენდი დაათვალიერა და ქართული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.გამოფენის ფარგლებში მინისტრის მოადგილემ შეხვედრა გამართა private label manufacturers association-ის ვიცე-პრეზიდენტ ენტონი ალოიასთან - მხარეებმა ქართული კომპანიების მხარდაჭერის მექანიზმებზე იმსჯელეს.გამოფენის 25 პავილიონში მსოფლიოს 55 ქვეყნიდან 1,5 ათასზე მეტი კომპანია მონაწილეობდა.აღნიშნული გამოფენა დაინტერესებულ პირებისთვის აშშ-ისა და კანადის კერძო სავაჭრო ინდუსტრიების ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობას იძლევა.გამოფენის ფარგლებში მწარმოებლებს საშუალება აქვთ, აწარმოონ მოლაპარაკებები მსოფლიო ბრენდებთან პროდუქციის საერთო ბრენდის ქვეშ გაერთიანების შესახებ, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მწარმოებლების მარკეტინგულ ხარჯებს.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/0f/284241198_240:0:1680:1080_1920x0_80_0_0_ebf697f4687e283eb894c019aefd0c51.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აშშ , გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, აშშ , გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
ქართული აგროპროდუქცია აშშ-ში გამოფენაზე წარადგინეს
გამოფენაში მსოფლიოს 55 ქვეყნიდან 1,5 ათასზე მეტი კომპანია მონაწილეობდა.
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. ქართველმა კომპანიებმა აშშ-ის ერთ-ერთ უმსხვილეს გამოფენა U.S. Private Label Trade Show-ზე აგროსასურსათო პროდუქცია პირველად წარადგინეს, განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძემ.
ღონისძიება ჩიკაგოში, 12-14 ნოემბერს გაიმართა. გამოფენაზე ექვსმა ქართულმა კომპანიამ წარმოადგინა საქართველოში წარმოებული თხილი, წვენები, ყველი, ჩაი, ჯემები, დაფნის ფოთოლი და სანელებლები. კომპანიების უმეტესობა სამთავრობო პროგრამების ბენეფიციარია.
„ქართული მეწარმეები წელს პირველად მონაწილეობენ U.S. Private Label Trade Show-ში. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გავზარდოთ ქართული ხარისხიანი აგრარული პროდუქციის ცნობადობა მსოფლიო ბაზარზე", - განაცხადა ნასარიძემ.
ნასარიძემ ქართული სტენდი დაათვალიერა და ქართული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
გამოფენის ფარგლებში მინისტრის მოადგილემ შეხვედრა გამართა private label manufacturers association-ის ვიცე-პრეზიდენტ ენტონი ალოიასთან - მხარეებმა ქართული კომპანიების მხარდაჭერის მექანიზმებზე იმსჯელეს.
გამოფენის 25 პავილიონში მსოფლიოს 55 ქვეყნიდან 1,5 ათასზე მეტი კომპანია მონაწილეობდა.
აღნიშნული გამოფენა დაინტერესებულ პირებისთვის აშშ-ისა და კანადის კერძო სავაჭრო ინდუსტრიების ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობას იძლევა.
გამოფენის ფარგლებში მწარმოებლებს საშუალება აქვთ, აწარმოონ მოლაპარაკებები მსოფლიო ბრენდებთან პროდუქციის საერთო ბრენდის ქვეშ გაერთიანების შესახებ, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მწარმოებლების მარკეტინგულ ხარჯებს.