მიცკევიჩის ქუჩაზე სარემონტო სამუშაოები 20 დეკემბერს დასრულდება

© photo: Sputnik / Stringerგზის სარემონტო სამუშაოები
გზის სარემონტო სამუშაოები - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2023
გამოწერა
НовостиTelegram
მიცკევიჩის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა მომავალ თვეში მთლიანად აღდგება.
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. საბურთალოს რაიონში, მიცკევიჩის ქუჩაზე საგზო სამუშაოები 20 დეკემბერს დასრულდება, ნათქვამია საბურთალოს რაიონული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მიცკევიჩის ქუჩაზე სამუშაოები 2023 წლის 1–ელ აგვისტოს დაიწყო და დასკვნით ეტაპზეა. 13 ნოემბრიდან ტრანსპორტის მოძრაობა ტაშკენტის ქუჩიდან გამრეკელის ქუჩის კვეთამდე აღდგა.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საგზაო სამუშაოები დადგენილი ვადებით ხორციელდება.
ამ ეტაპზე გზის ერთ ნაწილზე 12 ათასი კვ. მ. ფართობზე იგება ასფალტის საფარის მეორე ფენა, ეწყობა ბორდიური, ტროტუარი და პანდუსები; მონტაჟდება გარეგანათების სისტემა.
პროექტის განხორციელებისთვის 2 მლნ ლარამდე გამოიყო.
ყველა ახალი ამბავი
0