https://sputnik-georgia.com/20231115/fasinianis-tqmit-somxeti-axal-partniorebs-ezebs-284243511.html
ფაშინიანი: სომხეთი ახალ პარტნიორებს ეძებს
ფაშინიანი: სომხეთი ახალ პარტნიორებს ეძებს
Sputnik საქართველო
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. სომხეთი ეძებს პარტნიორებს, ვინც იარაღს მოგვაწვდის, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა. 15.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-15T18:32+0400
2023-11-15T18:32+0400
2023-11-15T18:32+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
სომხეთი
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია
პოლიტიკა
კავკასია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/1a/263902761_0:190:3060:1911_1920x0_80_0_0_ba6306e5c5c3bec2000563cd23819193.jpg
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. სომხეთი ეძებს პარტნიორებს, ვინც იარაღს მოგვაწვდის, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.ამასთან პრემიერმა პარტნიორებს სთხოვა, არ განაწყენდნენ იმაზე, რომ ერევანი სხვა პარტნიორებს ეძებს და პოულობს, „ცდილობს დადოს ხელშეკრულებები, შეიძინოს იარაღი და სამხედრო ტექნიკა“.რაც შეეხება ქვეყნის სტრატეგიულ კურსს, ფაშინიანის თქმით, სომხეთი არ აპირებს რაიმეს შეცვლას მანამ, სანამ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან (CSTO) არ გავა. ამასთან მან იქვე განმარტა, რატომ არ დაესწრო სომხური მხარე CSTO-სა და დსთ-ის ეგიდით გამართულ ღონისძიებებს. პრემერის თქმით, ამის მიზეზი ის იყო, რომ CSTO-მ სათანადოდ არ ირეაგირა სომხეთის უსაფრთხოებისთვის საშიშროებაზე და აქედან გამომდინარე, ქვეყნის მოსახლეობას არ ესმის, რატომ უნდა მიიღოს სომხეთის ხელმძღვანელობამ ამ ღონისძიებებში მონაწილეობა და მერე იქიდან ხელცა რიელი დაბრუნდეს. როგორც ფაშინიანმა აღნიშნა, ერევანი არ ამზადებს ნიადაგს CSTO-დან გასასვლელად, მაგრამ საკუთარ თავსაც და ბლოკსაც „ფიქრის დროს“ აძლევს, რათა შემდგომი ნაბიჯები განსაზღვრონ. წყარო: „Sputnik სომხეთი“
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/1a/263902761_172:235:2573:2036_1920x0_80_0_0_6a5231cf8be9ba77ccc8874525d02aa6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, სომხეთი, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია, პოლიტიკა, კავკასია
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, სომხეთი, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია, პოლიტიკა, კავკასია
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. სომხეთი ეძებს პარტნიორებს, ვინც იარაღს მოგვაწვდის, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.
„ჩვენ ვამრავალფეროვნებთ ჩვენს ურთიერთობებს უსაფრთხოების სფეროში, რადგან ჩვენს პარტნიორებს, მათ შორის ობიექტური მიზეზების გამო, არ შეუძლიათ, რომ იარაღი და საბრძოლო მასალა მოგვყიდონ. ჩვენ ამაზე ღიად და პირდაპირ ვსაუბრობთ", — თქვა ფაშინიანმა პარლამენტში მთავრობის საათზე გამოსვლისას.
ამასთან პრემიერმა პარტნიორებს სთხოვა, არ განაწყენდნენ იმაზე, რომ ერევანი სხვა პარტნიორებს ეძებს და პოულობს, „ცდილობს დადოს ხელშეკრულებები, შეიძინოს იარაღი და სამხედრო ტექნიკა“.
რაც შეეხება ქვეყნის სტრატეგიულ კურსს, ფაშინიანის თქმით, სომხეთი არ აპირებს რაიმეს შეცვლას მანამ, სანამ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან (CSTO) არ გავა.
ამასთან მან იქვე განმარტა, რატომ არ დაესწრო სომხური მხარე CSTO-სა და დსთ-ის ეგიდით გამართულ ღონისძიებებს. პრემერის თქმით, ამის მიზეზი ის იყო, რომ CSTO-მ სათანადოდ არ ირეაგირა სომხეთის უსაფრთხოებისთვის საშიშროებაზე და აქედან გამომდინარე, ქვეყნის მოსახლეობას არ ესმის, რატომ უნდა მიიღოს სომხეთის ხელმძღვანელობამ ამ ღონისძიებებში მონაწილეობა და მერე იქიდან ხელცა რიელი დაბრუნდეს.
როგორც ფაშინიანმა აღნიშნა, ერევანი არ ამზადებს ნიადაგს CSTO-დან გასასვლელად, მაგრამ საკუთარ თავსაც და ბლოკსაც „ფიქრის დროს“ აძლევს, რათა შემდგომი ნაბიჯები განსაზღვრონ.