Dubai Airshow 2023: რუსეთმა გამოფენაზე 250 საუკეთესო ნიმუში წარადგინა

© AFP 2024 / Giuseppe Cacace
  - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2023
გამოწერა
საერთაშორისოსაავიაციო-კოსმოსურიგამოფენა Dubai Airshow 2023, რომელშიც 95 ქვეყნის1400-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს, მსოფლიოში რუსეთის მაღალ სტატუსსადა მის თავდაცვითპროდუქტებზე მაღალ მოთხოვნას ადასტურებს.
არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში 13-დან 17 ნოემბრამდე Dubai Airshow 2023 იმართება, სადაც თანამედროვე რუსული იარაღისა და სამხედრო ტექნიკის 250-ზე მეტი ნიმუშია წარმოდგენილი.
მათგან ყველაზე გასაოცარია საზენიტო-სარაკეტო სისტემა „ვიკინგი“, რომელსაც გამანადგურებელ F-15-ისა და F-16-ის ჩამოგდება შეუძლია, სტრატეგიული ბომბდამშენები B-1B და B-52, მზვერავ-მოიერიშე ვერტმფრენი „ალიგატორი“, მსუბუქი მრავალფუნქციური რაკეტა „ნაკეთობა 305E“ , რომლის რადიუსიც 14 კმ-ზე მეტია, ჰაერ-ჰაერი კლასის მართვადი რაკეტები РВВ-МД2 და РВВ-БД, ფრთოსანი რაკეტა Х-69.
რუსული სექტორის მთავარი მსოფლიო პრემიერა დუბაიში მძიმე სატრანსპორტო თვითმფრინავი ილ-76MD-90A(E) გახდა. რუსეთს ამ კლასის თვითმფრინავები საზღვარგარეთ 1994 წლიდან არ წარუდგენია.
მძიმე სატრანსპორტო ავიაციის გლობალურ ბაზარზე „ბესტსელერი“ ილ-76MD-90A განკუთვნილია 800 კმ/სთ სიჩქარით ტრანსპორტირებისა და პერსონალისა და სამხედრო ტექნიკის პარაშუტით დესანტირებისთვის სხვადასხვა ფიზიკურ-გეოგრაფიულ პირობებში, დღისით და ღამით.
ეს თ ვითმფრინავ ილ-76MD-ის ღრმად მოდერნიზებული ვერსიაა. თვითმფრინავმა მიიღო უფრო მძლავრი ძრავები, რომლებმაც აფრენა-დაშვებისა და საკრეისერო მახასიათებლები გააუმჯობეა.
მძიმე სატრანსპორტო თვითმფრინავს (მაქსიმალური ასაფრენი მასა 210 ტონა) ბორტით 60 ტონამდე სასარგებლო ტვირთის გადაზიდვა შეუძლია. ფრენის სიშორე გაიზარდა 18 პროცენტით (5000 კმ-მდე 52 ტონა ტვირთვით), ხოლო საწვავის მოხმარება შემცირდა 15 პროცენტით. მრავალფუნქციური ილ-76MD-90A შიდა კომპონენტებისგან მზადდება „რისტექში“. თვითმფრინავმა დიდი ინტერესი გამოიწვია დუბაიში გამართულ გამოფენაზე.

არა მარტო ბალეტის სფეროში

Dubai Airshow 2023-ის სენსაცია იყო მსუბუქი მრავალფუნქციური მართვადი რაკეტა „ნაკეთობა 305E", რომელმაც დაადასტურა მისი მაღალი ეფექტურობა სპეცოპერაციის ზონაში, და საშუალებას აძლევს რუსულ საბრძოლო შვეულმფრენებს, გაანადგურონ საინჟინრო ნაგებობები, ჯავშანტექნიკა, საზენიტო-სარაკეტო სისტემები და მოწინააღმდეგის სხვა ობიექტები 14,5 კმ-მდე მანძილზე.
უახლესი რუსული თავდაცვის სისტემა „ვიკინგი“ შექმნილია ჯარების და ობიექტების მასიური თავდასხმებისგან დასაცავად.
შეუძლია გაანადგუროს აეროდინამიკური სამიზნეები, ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტები, სახმელეთო და წყალზედა რადიოკონტრასტული ობიექტები. განადგურების დიაპაზონი (ნულიდან 25 კმ-მდე სიმაღლეზე): თვითმფრინავებისა და ვერტმფრენებისთვის — 65 კმ-მდე, ბალისტიკური რაკეტებისთვის — 25 კმ-მდე, ფრთოსანი რაკეტებისთვის — 20 კმ-მდე.
„ვიკინგს“ შეუძლია ერთდროულად ესროლოს ექვს სამიზნეს და არ ჰყავს კონკურენტები მსოფლიო ბაზარზე.
პენზის „რადიოქარხანაში“ დამზადებული პორტატული ვერსია შედგება ავტომატური მართვის მოდულისგან (მეთაურის პლანშეტი პროგრამული უზრუნველყოფით, სანავიგაციო ხელსაწყოებით, სადენიანი და უკაბელო საკომუნიკაციო მოწყობილობებით) და ინდივიდუალური ავტომატიზაციის ნაკრებისგან (პლანშეტი, დამცავი სათვალეები ჩაშენებული მიკროდისპლეით, რომელიც აჩვენებს სამიზნეებს, ასევე რადიოკავშირსა და სანავიგაციო აღჭურვილობას).
კომპლექსის საშუალებით 100-მდე სამიზნის თვალყურის დევნება, სამიზნე დანიშნულების გაცემა და ცხრა საზენიტო მსროლელის მოქმედებების კოორდინირება შეიძლება.
დუბაიში სტუმრებისა და სპეციალისტების დიდი ინტერესი გამოიწვია რუსული პარაშუტის სისტემებმა „დალნილიოტმა“ და „ბერკუტი 2-მა". პირველი განკუთვნილია სპეცრაზმის დესანტირებისთვის 900 მეტრიდან 8 კმ-მდე სიმაღლეებიდან დაშვებისთვის საჭირო აღჭურვილობის კომპლექტით (ფრენის დიაპაზონმა 8 კმ-დან დაშვებისას შეიძლება 60 კმ-ს მიაღწიოს). მეორე კი — ყველა ტიპის თვითმფრინავიდან 10 კმ-მდე სიმაღლეზე დესანტირების საშუალებას იძლევა. პარაშუტის სისტემა უზრუნველყოფს ზუსტ დაშვებას ერთი მეტრი ერთ მეტრზე ტერიტორიაზე.
გამოფენის სპეციალისტებისა და ვიზიტორების ტრადიციულ აღფრთოვანებას იწვევს „რუსი რაინდების“ უმაღლესი პილოტჟი მძიმე რუსულ სუ-35C და სუ-30SM-ზე, ასევე Ka-52 „ალიგატორის“ წარმოუდგენელი საჩვენებელი ფრენები.
კოლექტიურმა დასავლეთმა, მიუხედავად მცდელობისა, ვერ შეძლო რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიის განდევნა მაღალტექნოლოგიური იარაღის გლობალური ბაზრიდან. რუსეთი აქ შეუცვლელია. შეგახსენებთ, რომ წინა Dubai Airshow 2021-ზე „როსობორონექსპორტმა“ 1,3 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების კონტრაქტები გააფორმა და ყველა ტიპის თვითმფრინავის მიწოდებაზე 2,5 მილიარდი დოლარის წინადადებები მიიღო. არანაკლებ წარმატებული იქნება დუბაიში ამჟამინდელი სალონი.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0