დმანისში მოზარდმა 18 წლის ბიჭი მოკლა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2023
გამოწერა
თბილისი, 15 ნოემბერი - Sputnik. დმანისში 16 წლის არასრულწლოვანმა თანასოფლელი 18 წლის ბიჭი ცივი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი“.
18 წლის ბიჭი მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტს წინ სიტყვიერი შელაპარაკება უძღოდა, რაც სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი არასრულწლოვანი გაქცეულია.
ადგილზე ამ დრომდე სამართალდამცველები იმყოფებიან.
მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
წყარო - „მთავარი არხი“
ყველა ახალი ამბავი
0