დამტკიცებულია კვლევებით: ეს ნარევი გახდომასა და იმუნიტეტის გაძლიერებაში დაგეხმარებათ

© rawpixel.com / Ketsarinკეფირი ლიმონით
კეფირი ლიმონით - Sputnik საქართველო, 1920, 14.11.2023
გამოწერა
თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. კეფირი ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი და სასარგებლო პროდუქტია, რომელიც, შემადგენლობაში შემავალი პრობიოტიკების წყალობით, აძლიერებს იმუნურ სისტემას და დადებითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე. ხოლო თუ მას ცოტა ლიმონის წვენსაც შეურევთ, ის კიდევ უფრო ეფექტურ წამლად გადაიქცევა, აცხადებენ სპეციალისტები.
მათი თქმით, ერთ ჭიქა კეფირში ერთი ან ორი სუფრის კოვზი ლიმონი უნდა ჩააწუროთ და დღეში ერთხელ ან ორჯერ მიირთვათ.
ასეთი ნარევი დაგეხმარებათ:

უმკურნალოთ გაციებას

ამას ადასტურებს 2021 წელს ჟურნალ Complementary and Integrative Medicine-ში გამოქვეყნებული კვლევა, რომლის თანახმად, ლიმონიანი კეფირი ხსნის გაციებისა და გრიპის სიმპტომებს.
კვლევის ფარგლებში მეცნიერები 60 ზრდასრულ ადამიანს ათი დღის განმავლობაში დღეში ორჯერ აძლევდნენ თითო ჭიქა კეფირს, რომელშიც ლიმონის წვენი იყო გაზავებული. საკონტროლო ჯგუფს კი პლაცებოს ასმევდნენ. შედეგებმა აჩვენა, რომ მათ, ვინც ამ ნარევს სვამდა, გაციებისა და გრიპის სიმპტომები ბევრად მსუბუქად გადაჰქონდათ და უფრო მოკლე დროშიც გამოჯანმრთელდნენ, ვიდრე მათ, ვინც პლაცებოს იღებდა.

გაიძლიეროთ საჭმლის მომნელებელი სისტემა

კეფირი მდიდარია არა მხოლოდ პრობიოტიკებით, არამედ ნუტრიენტებითაც, რაც აუცილებელია საჭმლის მომნელებელი სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის. ლიმონის წვენი კი ასტიმულირებს საჭმლის მონელებას.
2022 წელს ჟურნალ Nutrients-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯანმრთელობისთვის ამგვარი ნაზავი მეტად ეფექტური შეიძლება იყოს.
კვლევის მონაწილეები 12 კვირის განმავლობაში დღეში ორჯერ სვამდნენ თითო ჭიქა ლიმონიან კეფირს. მათ, ვინც ამ ნარევს იღებდა, ნაწლავის მიკრობიომის უკეთესი შემადგენლობა და უკეთესი მეტაბოლური მარკერები ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვინც მას არ სვამდა.

დაიკლოთ წონაში

კეფირი მდიდარია ცილებითა და კალციუმით. ეს ნუტრიენტები ეხმარება ადამიანს, თავი მაძღრად იგრძნოს, ნაკლები ჭამოს და წონაში დაიკლოს. ლიმონის წვენს შეუძლია, დააჩქაროს მეტაბოლიზმი. ამას ადასტურებს სამეცნიერო ჟურნალ Nutrition Journal-ში გამოქვეყნებული 2022 წლის კვლევა, რომელშიც ასი ზრდასრული მონაწილეობდა.
კვლევის მონაწილეებს 12 კვირის განმავლობაში დღეში ორჯერ ასმევდნენ თითო ჭიქა ლიმონიან კეფირს. ექსპერიმენტის შედეგად დადგინდა, რომ ვინც ამ სასმელს სვამდა, უფრო მეტ კილოგრამებს იკლებდა, ვიდრე ისინი, ვინც პლაცებოს სვამდა. ამასთან მათი ცხიმოვანი მასაც უფრო შემცირდა.
მეცნიერების თქმით, ეს კვლევები ადასტურებს, რომ კეფირის ლიმონის წვენთან შერწყმა შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს. თუმცა ამ ნარევის ეფექტის უკეთ გასაგებად მეტი კვლევის ჩატარებაა საჭირო.

გაითვალისწინეთ: სტატიაში მოყვანილი რჩევები საინფორმაციო ხასიათისაა. ნებისმიერი ვარჯიშის დაწყებამდე თუ კვების რაციონში ცვლილებების შეტანამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან!

წყარო: Sabah
ყველა ახალი ამბავი
0