თბილისში ძაღლის გამო უცხოელი დაჭრეს

© photo: Sputnik / Stringerპოლიციის ლენტა
პოლიციის ლენტა - Sputnik საქართველო, 1920, 14.11.2023
გამოწერა
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სროლა საბავშვო ბაღთან ახლოს მოხდა.
თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. თბილისში, ჟვანიას ქუჩაზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ცეცხლსასრული იარაღით დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
არსებული ინფორმაციით, მას ახალგაზრდა მამაკაცმა ესროლა. ინცინდენტს წინ ძაღლის გამო ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა საბავშვო ბაღთან ახლოს მოხდა და დაჭრილი საბავშვო ბაღის ერთ–ერთი აღსაზრდელის მამაა.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით დაიწყო. დამნაშავე ჯერ დაკავებული არ არის.
ყველა ახალი ამბავი
0