https://sputnik-georgia.com/20231114/generlis-mkvleloba-saqartvelosi-eqs-prokurori-ukve-meore-instanciis-sasamartlom-gaamartla-284219326.html
გენერლის მკვლელობა: ექს-პროკურორი უკვე მეორე ინსტანციის სასამართლომ გაამართლა
გენერლის მკვლელობა: ექს-პროკურორი უკვე მეორე ინსტანციის სასამართლომ გაამართლა
Sputnik საქართველო
გამოძიება ირწმუნებოდა, რომ ჭანტურიამ მკვლელობა შურისძიების მიზნით ჩაიდინა ქუთათელაძესთან ფინანსური უთანხმოების შემდეგ. 14.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-14T21:52+0400
2023-11-14T21:52+0400
2023-11-15T10:19+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
რუსთავი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24623/40/246234081_0:172:1000:735_1920x0_80_0_0_5bf56f3e78768792537d86dd5b494e0a.jpg
თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. თბილისის სააპელაციო სასამართლომ კახეთის ყოფილი პროკურორის გიორგი ჭანტურიასთვის გენერალ სამსონ (სოსო) ქუთათელაძის მკვლელობის ნაწილში რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი ძალაში დატოვა, იუწყება „პირველი არხი“.ქუთათელაძე 2018 წლის 15 იანვარს ქალაქ რუსთავში „სტამბულის ბაზრობაზე“, თავის კაბინეტში გარდაცვლილი იპოვეს. ის იყო ამ ბაზრის თანამფლობელი. რამდენიმე დღეში პოლიციამ ამ საქმეზე ჭანტურია საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა.გამოძიება ირწმუნებოდა, რომ ჭანტურიამ მკვლელობა შურისძიების მიზნით ჩაიდინა ქუთათელაძესთან ფინანსური უთანხმოების შემდეგ. თუმცა, არც პირველმა და არც მეორე ინსტანციამ ჭანტურიას მკვლელობაში მონაწილეობის მტკიცებულებები დამაჯერებლად არ ჩათვალა.მკვლელობის ბრალდებაში გამართლების მიუხედავად ჭანტურია ციხეში რჩება. სააპელაციო სასამართლომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების თაობაზე დამტკიცებულად ცნო და სასჯელი, რომელიც 6 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა, ძალაში დატოვა.ახლა დაცვის მხარეც და ბრალდების მხარეც აპირებენ უზენაეს სასამართლოს მიმართონ.გენერალი ქუთათელაძე წარსულში საქართველოს პარლამენტის დეპუტატი იყო. იგი მეთაურობდა საქართველოს სამხედრო ძალების ეროვნულ გვარდიას.ის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებული ომების მონაწილე იყო . დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით, ასევე აშშ-ს ჯორჯიის შტატისა და შეერთებული შტატების არმიის მედლებით განსაკუთრებული და სამხედრო დამსახურებისთვის.ქუთათელაძე ასევე იყო ამერიკის შეერთებული შტატების საპატიო გენერალ-მაიორი და ქალაქ საჩხერის საპატიო მოქალაქე.
საქართველო
რუსთავი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24623/40/246234081_0:79:1000:829_1920x0_80_0_0_38a483ed49f7f66bcb72d5cd59c26d11.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, რუსთავი
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, რუსთავი
გენერლის მკვლელობა: ექს-პროკურორი უკვე მეორე ინსტანციის სასამართლომ გაამართლა
21:52 14.11.2023 (განახლებულია: 10:19 15.11.2023) გამოძიება ირწმუნებოდა, რომ ჭანტურიამ მკვლელობა შურისძიების მიზნით ჩაიდინა ქუთათელაძესთან ფინანსური უთანხმოების შემდეგ.
თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. თბილისის სააპელაციო სასამართლომ კახეთის ყოფილი პროკურორის გიორგი ჭანტურიასთვის გენერალ სამსონ (სოსო) ქუთათელაძის მკვლელობის ნაწილში რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი ძალაში დატოვა, იუწყება „პირველი არხი“.
ქუთათელაძე 2018 წლის 15 იანვარს ქალაქ რუსთავში „სტამბულის ბაზრობაზე“, თავის კაბინეტში გარდაცვლილი იპოვეს. ის იყო ამ ბაზრის თანამფლობელი. რამდენიმე დღეში პოლიციამ ამ საქმეზე ჭანტურია საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა.
გამოძიება ირწმუნებოდა, რომ ჭანტურიამ მკვლელობა შურისძიების მიზნით ჩაიდინა ქუთათელაძესთან ფინანსური უთანხმოების შემდეგ. თუმცა, არც პირველმა და არც მეორე ინსტანციამ ჭანტურიას მკვლელობაში მონაწილეობის მტკიცებულებები დამაჯერებლად არ ჩათვალა.
მკვლელობის ბრალდებაში გამართლების მიუხედავად ჭანტურია ციხეში რჩება. სააპელაციო სასამართლომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების თაობაზე დამტკიცებულად ცნო და სასჯელი, რომელიც 6 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა, ძალაში დატოვა.
ახლა დაცვის მხარეც და ბრალდების მხარეც აპირებენ უზენაეს სასამართლოს მიმართონ.
გენერალი ქუთათელაძე წარსულში საქართველოს პარლამენტის დეპუტატი იყო. იგი მეთაურობდა საქართველოს სამხედრო ძალების ეროვნულ გვარდიას.
ის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებული ომების მონაწილე იყო . დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით, ასევე აშშ-ს ჯორჯიის შტატისა და შეერთებული შტატების არმიის მედლებით განსაკუთრებული და სამხედრო დამსახურებისთვის.
ქუთათელაძე ასევე იყო ამერიკის შეერთებული შტატების საპატიო გენერალ-მაიორი და ქალაქ საჩხერის საპატიო მოქალაქე.