მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ცაჰალმა ღაზაში ჰამასის სამთავრობო შენობები დაიკავა - ვიდეო

© AP Photo / Ariel Schalit
  - Sputnik საქართველო, 1920, 14.11.2023
გამოწერა
НовостиTelegram
თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. ისრაელის თავდაცვის ძალების მე-7 ჯავშანსატანკო ბრიგადისა და ქვეითთა ბრიგადა „გოლანის“ მეომრებმა ქალაქ ღაზაში ჰამასის რამდენიმე სამთავრობო შენობა აიღეს შეიხ იჯლინისა და რიმალის უბნებში, იუწყება ცაჰალი.
ისრაელის სამხედროების მიერ აღებულ შენობებს შორისაა ჰამასის პარლამენტი, მისი სამთავრობო კომპლექსი და პოლიციის შტაბბინა.
გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცაჰალმა დაიკავა ეგრეთ წოდებული გუბერნატორის სახლი ღაზაში, სადაც ჰამასის სამხედრო ფრთისა და პოლიციის, ასევე ჰამასის დაზვერვის სამმართველოს ოფისები იყო განთავსებული.
არ გამოტოვოთ: ჰამასი ღაზას აღარ აკონტროლებს - ცაჰალის ფოტო ღაზის პარლამენტიდან
ამასთან აღებულია სხვა რამდენიმე ობიექტიც, რომლებიც რადიკალურმა მოძრაობამ 7 ოქტომბრის თავდასხმისთვის მოსამზადებლად გამოიყენა.
გარდა ამისა, ცაჰალი აცხადებს, რომ ასევე დაიკავა ღაზის უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის შენობა — რომელიც „იარაღის წარმოებისა და განვითარების ინსტიტუტად“ გამოიყენებოდა, და ჰამასის კიდევ ერთი კომპლექსი — საწვრთნელი ბაზით, სამეთაურო ცენტრით, დაკითხვის ოთახებითა და დაკავების საკნებით.
სოციალურ მედიაში ადრე გავრცელდა ფოტოები, რომლებზეც ცაჰალის მეომრები არიან აღბეჭდილი ღაზის პარლამენტის შენობასა და სამხედრო პოლიციის შტაბში.
ყველა ახალი ამბავი
0