https://sputnik-georgia.com/20231113/washington-post-peskovis-komentari-284178594.html
საგანგაშო ნიშანი: პესკოვმა Washington Post-ის პუბლიკაციაზე კომენტარი გაააკეთა
საგანგაშო ნიშანი: პესკოვმა Washington Post-ის პუბლიკაციაზე კომენტარი გაააკეთა
Sputnik საქართველო
თბილისი, 13 ნოემბერი − Sputnik. დასკვნა, რომ ვლადიმირ ზელენსკიმ შესაძლოა არ იცოდა უკრაინის ძალოვანების შესაძლო მონაწილეობის შესახებ გაზსადენ „ჩრდილოეთის... 13.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-13T15:33+0400
2023-11-13T15:33+0400
2023-11-13T15:33+0400
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
პოლიტიკა
გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი“
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/03/282927048_0:0:3075:1731_1920x0_80_0_0_a3911c1bf4a90a0627d0e8a675b79f86.jpg
თბილისი, 13 ნოემბერი − Sputnik. დასკვნა, რომ ვლადიმირ ზელენსკიმ შესაძლოა არ იცოდა უკრაინის ძალოვანების შესაძლო მონაწილეობის შესახებ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადებზე“ ტერორისტულ თავდასხმებში, საგანგაშო ნიშანია, მათ შორის დასავლეთისთვისაც, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა Washington Post-ს პუბლიკაციის კომენტირებისას.მანამდე Washington Post-მა, წყაროებზე დაყრდნობით, გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადებზე“ თავდასხმის „კოორდინატორად“ 48 წლის უკრაინელი პოლკოვნიკი რომან ჩერვინსკი დაასახელა, რომელიც უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალებში მსახურობს. პუბლიკაციის თანახმად, ჩერვინსკიმ და ექვსი კაცისგან შემდგარმა ჯგუფმა სხვისი სახელით იქირავეს ხომალდი, მერე კი გაზსადენებთან ჩაყვინთეს და მათზე ასაფეთქებელი მოწყობილობები დაამონტაჟეს. ამასთან, წყაროების მტკიცებით, ოპერაცია დაგეგმა არა თავად ჩერვინსკიმ, არამედ მაღალჩინოსანმა უკრაინელმა ოფიცრებმა, რომლებიც, თავის მხრივ, უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალ ვალერი ზალუჟნის ექვემდებარებოდნენ.თავად ჩერვინსკიმ ჟურნალისტებს ადვოკატის მეშვეობით განუცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადებზე“ მოწყობილ დივერსიებში მისი მონაწილეობის შესახებ ყველა ვარაუდი „რუსული პროპაგანდის მიერ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ვრცელდება“.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/03/282927048_183:0:2914:2048_1920x0_80_0_0_254e497a36c85e5ba872f8040c85e5ba.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, პოლიტიკა, გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი“ , რუსეთი
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, პოლიტიკა, გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი“ , რუსეთი
თბილისი, 13 ნოემბერი − Sputnik. დასკვნა, რომ ვლადიმირ ზელენსკიმ შესაძლოა არ იცოდა უკრაინის ძალოვანების შესაძლო მონაწილეობის შესახებ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადებზე“ ტერორისტულ თავდასხმებში, საგანგაშო ნიშანია, მათ შორის დასავლეთისთვისაც, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა Washington Post-ს პუბლიკაციის კომენტირებისას.
„[პუბლიკაციაში] საუბარი იყო იმაზე, რომ პრეზიდენტ ზელენსკის შესაძლოა არ სცოდნოდა თავისი ხელქვეითების მსგავსი ქმედებების შესახებ. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან საგანგაშო ნიშანი უნდა იყოს არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ კოლექტიური დასავლეთის ქვეყნებისთვისაც. რადგან, თუ კიევის რეჟიმი ვეღარ აკონტროლებს სიტუაციას თავის ქვეყანაში, მაშინ ეს საგანგაშო და გასათვალისწინებელი ფაქტია“, - დასძინა დიმიტრი პესკოვმა.
მანამდე Washington Post-მა, წყაროებზე დაყრდნობით, გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადებზე“ თავდასხმის „კოორდინატორად“ 48 წლის უკრაინელი პოლკოვნიკი რომან ჩერვინსკი დაასახელა, რომელიც უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალებში მსახურობს. პუბლიკაციის თანახმად, ჩერვინსკიმ და ექვსი კაცისგან შემდგარმა ჯგუფმა სხვისი სახელით იქირავეს ხომალდი, მერე კი გაზსადენებთან ჩაყვინთეს და მათზე ასაფეთქებელი მოწყობილობები დაამონტაჟეს. ამასთან, წყაროების მტკიცებით, ოპერაცია დაგეგმა არა თავად ჩერვინსკიმ, არამედ მაღალჩინოსანმა უკრაინელმა ოფიცრებმა, რომლებიც, თავის მხრივ, უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალ ვალერი ზალუჟნის ექვემდებარებოდნენ.
თავად ჩერვინსკიმ ჟურნალისტებს ადვოკატის მეშვეობით განუცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადებზე“ მოწყობილ დივერსიებში მისი მონაწილეობის შესახებ ყველა ვარაუდი „რუსული პროპაგანდის მიერ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ვრცელდება“.