თბილისის სიმფონიური ორკესტრი „გრემის“ ჯილდოზეა წარდგენილი

© courtesy of Djansug Kakhidze Tbilisi center for Music and Cultureჯანსუღ კახიძის სახელობის ცენტრი
ჯანსუღ კახიძის სახელობის ცენტრი - Sputnik საქართველო, 1920, 13.11.2023
გამოწერა
თბილისი, 13 ნოემბერი – Sputnik. თბილისის სიმფონიური ორკესტრი ამერიკული მუსიკალური პრემია „გრემის“ 2024 წლის დაჯილდოებაზე ნომინანტთა შორისაა ბრაზილიელ კომპოზიტორსა და პიანისტს ივან ლინსთან ერთად.
თბილისის სიმფონიურმა ორკესტრმა და იუვან ლინსმა შეიძლება მიიღონ ჯილდო ალბომისთვის My Heart Speaks „საუკეთესო ლათინო ჯაზ–ალბომის“ კატეგორიაში, ნათქვამია პრემიის ვებ–გვერდზე.
გამარჯვებულს ლოს–ანჯელესში დაჯილდოების ცერემონიაზე 4 თებერვალს გამოაცხადებენ.
ივან ლინსი მსმენელის წინაშე არაერთხელ გამოვიდა თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ვახტანგ კახიძის დირიჟორობით – 2022 წელს ის თავის ბენდთან ერთად წარდგა მსმენელის წინაშე, ასევე ჯანსუღ კახიძის სახელობის VII საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე
ივან ლინსი მსოფლიოში ცნობილი არტისტი, მუსიკალური პრემია „გრემის“ მრავალგზის მფლობელია. ლინსის მუსიკა დიდი პოპულარობით სარგებლობს, რომელსაც ასრულებენ ისეთი ვარსკვლავები, როგორიცაა ჯორჯ ბენსონი, ბარბრა სტრეიზანდი, სტინგი და ა.შ.
თბილისის სიმფონური ორკესტრი 1993 წელს დიდმა ქართვემა დირიჟორმა ჯანსუღ კახიძემ დააარსა. 2022 წლიდან ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორია ვახტანგ კახიძე – ცნობილიკომპოზიტორი, დირიჟორი დაპიანისტი. ორკესტრი აქტიურად მართავს კონცერტებს, მონაწილეობს სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა ფესტივალში.
სხვადასხვა დროს თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გამვიდნენ მსოფლიოს ისეთი ვარსკვლავები, როგორიც არიან ხოსე კარერასი, გიდონ კრემერი, მსტისლავ როსტროპოვიჩი, ნატალა გუდმანი, იური ბაშმეტი, ელისო ვირსალაძე, ლადო ათანელი და მრავალი სხვა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0